Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'იმოგზაურე და აღმოაჩინე ჭიათურა'-პროექტი ჭიათურის ტურისტული რესურსის ასათვისებლად

თარიღი : 16-08-2017, 11:02 | კატეგორია: ახალი ამბები, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
,,იმოგზაურე და აღმოაჩინე ჭიათურა"- ასე ქვია პროექტს, რომელიც პროგრამის- "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის მიზანს ჭიათურის ტურისტული რესურსების პოპულარიზაცია წარმოადგენს. ღონისძიება 17 აგვისტოს, ხუთშაბათს არის დაგეგმილი.

ღონისძიების პროგრამა შემდეგია: "იმოგზაურე და აღმოაჩინე ჭიატურა"-ს მონაწილეების გასვლა მოხდება 14:00 საათზე ჭიათურიდან და საჩხერიდან მანდაეთის წყალსაცავის მიმართულებით. მონაწილეები ჩაერთვებიან საქველმოქმედო აქციაში, რომელსაც "მო(ა)ხვიე ხელი(თ)" ჰქვია და რომელიც შშმ პირებისთვის მოეწყობა, ადგილზე მოიხარშება ხინკალი, ასევე მოხდება გასაბერი ნავებით წყალსაცავში გასეირნება, მიზანში ტირის თოფით სროლა, სპორტული თევზაობა. სოფელ მანდეთიდან მონაწილეები სოფელ ტყემლოვანის მიმართულებით გადაადგილდებიან, სადაც მოხდება ქვევრების მომზადების პროცესზე დაკვირვება. აქციის "წამო მანდაეთში" მიზანია საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრაცია.

ღონისძიების ორგანიზატორი ზურაბ მაჩიტიძე აცხადებს, რომ ღონისძიებას მომავალში უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა და ტურისტული ობიექტების მონახულება მოხდება.


ნანახია: 3419-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კოტისკლდის კარსტული მღვიმე, სადაც საინტერესო წარდგინებები შედგა, ჭიათურის სოფელ სვერის მახლობლად მდებარეობს. ობიექტი იმით არის
შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაკები ოფიციალურად გაიშალა.
თსუ-ს სტუდენტებმა პროექტის-'გაიცანი ჭიათურა' განხორციელება დაიწყეს.
გამოკითხვა ჭიათურაში გამართულ სახალხო დღესასწაულზე ჩატარდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
პროექტის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტების მიერ შესწავლილი იქნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და ჭიათურაში არსებული თითოეული ტურისტული
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი