Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი პედაგოგი, რომლის მოსწავლეები ასპროცენტიანი გრანტის მფლობელები ხდებიან - ხშირად ხუმრობენ ჩემი მოსწავლეები, ნახევარი ქუთაისი ნინო მასწავლებლის მომზადებულიაო

თარიღი : 15-08-2017, 18:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
ქუთაისის ინტენსიური განათლების ცენტრში დაგეგმილ და განსახორციელებელ სასწავლო პროექტებს ნინო ვარდოსანიძე უხელმძღვანელებს. სასწავლო პროგრამების ორგანიზების მენეჯერი ისეთ მიმართულებებს ჩაიბარებს, როგორიცაა: საატესტატო კურსი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის; აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსი, სამაგისტრო სტანდარტული კურსი და პედაგოგთა საკონსულტაციო და გადასამზადებელი პროგრამა.

ნინო ვარდოსანიძე პროფესიით მათემატიკოსი და ქიმიკოსია. წლებია მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ქვეყანაში ეროვნული გამოცდების შემდეგ კი აბიტურიენტებს ზოგად უნარებში ამზადებს. ამბობს, რომ მოსწავლეებთან მისი მუშაობა ყოველთვის შედეგზე არის ორიენტირებული. სურს მოსწავლეებისათვის კიდევ მეტი გააკეთოს, ამიტომ ქუთაისის ინტენსიური განათლების ცენტრში სასწავლო პროგრამების ორგანიზება ჩაიბარა.
http://www.picz.ge/img/s1/1708/15/6/6587e84d1987.jpg
"ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება საატესტატო და ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების მომზადება. როდესაც აბიტურიენტები მოდიან, ზოგჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი რა საგნებში უნდა მოემზადონ. ჩვენ ვესაუბრებით მათ და ვაძლევთ მიმართულებას. ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს ქართულ ენას და ლიტერატურას, ზოგად უნარებს და უცხო ენას. მოსწავლეებს მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში საატესტატო, კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე ჩატარებული გამოცდების ჩაბარება უწევთ. შეიძლება ვინმემ იკითხოს, ეროვნული გამოცდებისათვის თუ ემზადება აბიტურიენტი, რა საჭიროა მისი საატესტატო გამოცდებისათვის მომზადებაო? საჭიროა რადგან, საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლე ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადის, ამიტომ გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადება მნიშვნელოვანია," - ამბობს ნინო ვარდოსანიძე.

პედაგოგის თქმით, ქუთაისის ინტენსიური განათლების ცენტრის მოსწავლეებისათვის ახალი სასწავლო წელი სიახლეებით დატვირთული იქნება. როგორც ნინო ვარდოსანიძე ამბობს, სასწავლო პროცესში მშობლებიც იქნებიან ჩართული და მათ თავიანთი შვილების ყოველთვიური ტესტირებისა თუ მომზადების ხარისხის ნახვა ელექტრონულად შეეძლებათ.
http://www.picz.ge/img/s2/1708/15/9/98de0613d57f.jpg
"ქუთაისის ინტენსიური განათლების ცენტრში სასწავლო პროცესი იქნება ძალიან საინტერესო. სასწავლო პროცესი არ იქნება სპონტანური. წლებია ვამზადებ მოსწავლეებს. თუ მოსწავლეს ხელს მოკიდებ, მის მომზადებაში დიდი შრომა და ენერგია უნდა ჩადო და არც ბავშვი და არც მშობელი არ უნდა დააღალატო. მყავს ძალიან ბევრი 100%-იანი გრანტის მფლობელი მოსწავლე. იყო ჯგუფები, სადაც 9 მოსწავლიდან ხრავეს ასპროცენტიანი სასწავლო გრანტი აუღია, თუმცა ეს დიდი შრომის ფასად იყო მიღწეული. ჩემი მოსწავლეები ხუმრობენ კიდეც: ნახევარი ქუთაისი ნინო მასწავლებლის მომზადებულიაო. ჩვენ ვამბობთ, რომ განათლება არის ერთი ცოცხალი ორგანიზმი-პედაგოგი-მოსწავლე-ოჯახი. ეს მთლიანობა არ უნდა დაირღვეს, ამიტომ, ვგეგმავთ, რომ აბიტურიენტების მშობლებს მივაწოდოთ ინფორმაცია მათი შვილების მომზადების პროცესის მიმდინარეობის შესახებ," -ამბობს ნინო ვარდოსანიძე.

აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსის გარდა, ქუთაისის ინტენსიური განათლების ცენტრში ასევე ფუნქციონირებს მაგისტრატურისათვის მოსამზადებელი კურსი. კურსი ბაკალავრიატდასრულებული სტუდენტებისათვის არის.

"მაგისტრატურაში მოხვედრის მსურველი მხოლოდ ერთ გამოცდას-ზოგად უნარებს აბარებს, თუმცა ის ოთხი მიმართულებით არის დიფერენცირებული- რაოდენობრივი მსჯელობა, წაკითხული ტექსტის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა და ფუნქციური წერა. ყველაზე რთული ფუნქციური წერა და რაოდენობრივი მსჯელობაა. ყველანაირად ვცდილობთ მოვეხმაროთ ბავშვებს და მივცეთ დიდი ცოდნა, რომ დროის მოკლე შუალედში ჩამოაყალიბონ აზრი და დადონ სწორი არგუმენტი. ჩვენი ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება ასევე იქნება პედაგოგების გადამზადება. ვითანამშრომლებთ მასწავლებელთა სახლთან, გვექნება, ტრენინგები, კონსულტაციები. ჩვენ ვეცდებით შუალედური რგოლი ვიყოთ პედაგოგებისათვის და დავეხმაროთ მათ, მივცეთ რჩევები როგორ დაგეგმონ გაკვეთილი და მოახერხონ, რომ ჩატარებული გაკვეთილი იყოს წარმატებული და ჩაეტიონ 45 წუთში. პირველ ეტაპზე ჩვენი კონსულტაციები პედაგოგებისათვის უფასო იქნება. მოკლედ რომ გითხრათ, ქუთაისის ინტენსიური განათლების ცენტრის გუნდი ვცდილობთ, რათა ჩვენი საქმიანობით, ცოდნითა და გამოცდილებით თანაბრად დავეხმაროთ, როგორც აბიტურიენტებს, ისე პედაგოგებს, ჩვენს ქალაქს და ქვეყანას," - ამბობს ნინო ვარდოსანიძე.

ქუთაისის ინტენსიური განათლების ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 25 აგვისტოს დაიწყება დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/inedce/


ნანახია: 5903-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცენტრში დასაქმებული 12 მასწავლებლის რიცხვი მომავალში 30–მდე გაიზრდება.
ქუთაისში ინტენსიური განათლების ცენტრი მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაიხსნა. ცენტრში სწავლის მსურველებს დამატებითი განათლების მიღება
სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
მარიამ ჯაშის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პოზიციები არ ჯერდება, მას განათლების მინისტრისგან აქვს პირობა, რომ
სასწავლო ცენტრი ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა #62-ში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, უკვე სამი წელია ფუნქციონირებს.
სასწავლო ცენტრი ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა #62-ში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, უკვე სამი წელია ფუნქციონირებს.
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი