Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რუჯი და მენსტრუაცია

თარიღი : 13-08-2017, 15:14 | კატეგორია: ახალი ამბები, რჩევები   
topnews.com.ge
ზაფხული, მზე, ზღვა, რუჯი - ყველაფერი ეს ძალიან მიმზიდველად ჟღერს, განსაკუთრებით კი ქალებისთვის. მაგრამ რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუკი მისი ზღვაზე ყოფნა კრიტიკულ პერიოდს დაემთხვა? რამდენად დასაშვებია რუჯის მიღება მენსტურაციის დროს?

რუჯი ეს არის კანის დამცველობითი რეაქცია ულტრაიისფერი (UV-B) სხივების ზემოქმედების საპასუხოდ,რის შედეგადაც წარმოიქმნება ყავისფერი პიგმენტი (მელანინი) რაც ჩვენს კანს ლამაზ ნამზეურს ანიჭებს.

კრიტიკულ დღეებში ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონული ძვრები, UV-B ზეგავლენით აქტიურდება ესტროგენული რეცეპტორების მგრძნობელობა, რაც გულისხმობს უმნიშვნელო ესტროგენულ დოზებზეც კი მათ გაათმაგებულ პასუხს. გარდა ამისა, ქალის ორგანიზმი შესაძლოა ადვილად გადახურდეს, რის გამოც ფართოვდება სისხლძარღვები, რაც იწვევს მენსტრუაციული გამონადენის გაძლიერებას და ზოგჯერ სისხლდენასაც კი.

არსებობს მენსტრუაციის დროს გარუჯვის წინააღმდეგჩვენებები:

• საერთო სისუსტე, თავბრუსხვევები, თავის ტკივილები
• ჭარბი მენსტრუაციული გამონადენი
• გინეკოლოგიური დაავადებები (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია - საშვილოსნოს შიგნითა შრის გასქელება, კვანძოვანი მიომა, მასტოპათია ან ფიბროადენომა).
საშიშია UV-B გავლენა ორსულებში , განსაკუთრებით ორსულობის პირველი 12 კვირა,რადგან ზრდის ნერვული ღეროს განვითრების ანომალიების ალბათობას.

თუმცა, თუ ქალს არ აქვს არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლინება ნენსტრუაციის პერიოდში, სამაგიეროდ აქვს გარუჯვის დიდი სურვილი, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა.
√ მიიღეთ დიდი რაოდენობით ჩვეულებრივი სასმელი წყალი, რაც თავიდან აგაცილებთ ორგანიზმის გადახურებას;
√ გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები, რადგან მელანინის შემცირება ამ დღეებში ზრდის დამწვრობის მიღების რისკს;
√ ძირითადად გამოიყენეთ შეზლონგი, არ დაწვეთ ქვიშაზე ან ქვებზე;
√ გაირუჯეთ დილით 11 საათამდე და საღამოს 17 საათის შემდეგ;
√ გააკეთეთ ინტერვალი საკვების მიღებიდან რუჯის მიღებამდე 1-1,5 საათი;
√ რა თქმა უნდა, მენსტრუაციის დღეებში ზღვაზე მოსახერხებელია ტამპონის გამოყენება, თუმცა იზრდება აღმავალი ინფექციისა და ანთების განვითარების რისკი, ამიტომ ტამპონის გამოცვლა აუცილებელია რაც შეიძლება ხშირად 2-3 სთ-ში ერთხელ, ხოლო ზღვაში ბანაობის შემდეგ - მაშინვე, თუნდაც მოკლე დროში აპირებდეთ ხელმეორედ ზღვაში შესვლას.;
√ მოერიდეთ დეზოდორანტების, სუნამოს ან ოდეკოლონის გამოყენებას, რადგან ულტრაიისფერი სხივების გავლენით შესაძლოა პარფიუმერული პროდუქტების დაშლა, რაც გამოიწვევს ქიმიურ დამწვრობას;
√ ნუ შეხვალთ დიდი ხნით წყალში.

mkurnali.ge


ნანახია: 2877-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კოდექსი:
ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის ზემოქმედებით გამოწვეული რისკები.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, რუჯის მიღების მიზნით გამოწვეული დამწვრობის შედეგად მიმართვიანობამ
მშობიარობა ორგანიზმისთვის სტრესია, ამიტომ აღდგენისა და სქესობრივი აქტის დროს უსიამოვნი შეგრძნების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დრო.
თანამედროვე კოსმეტოლოგიას კანის პრობლემების გადასაჭრელად უზარმაზარი არსენალი გააჩნია.
-ამბობს ექიმი გუგა ქაშიბაძე, რომელიც ქვეყანაში დამწვრობის შემთხვევების გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობს და გვასწავლის როგორ უნდა

ამინდი