Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბერიეთობა,' - დღესასწაული, რომელსაც ბაღდათში, ნასოფლარზე აღნიშნავენ

თარიღი : 12-08-2017, 20:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
"ბერიეთობა,"- ასეთია იმ დღესასწაულის სახელწოდება, რომელსაც ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ ბერიეთში აღნიშნავენ. ბერიეთში წარსულში მდებარე დარბაზული ტიპის ეკლესიისგან დღეს მხოლოდ ძლიერ დაზიანებული კედლები და ნახევრად ჩამონგრეული დასავლეთის ფასადია შემორჩენილი. ეკლესიის კარის თაღებზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა დაქარაგმებული ხუცური წარწერით: „ჯვარი დიდებისაი“.
http://www.picz.ge/img/s4/1708/12/0/0d853e56c62b.jpgწერილობითი ისტორიული წყაროებით არ დასტურდება, მაგრამ ძველი ხალხური გადმოცემებისა და რამდენიმე გარემოების გამო, შეიძლება დანამდვილებით ვივარაუდოთ, რომ მესხეთიდან ამ ადგილებში გადმოსული ბერიძეების გვარი გამრავლებულა და როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხდებოდა - მას შტო-გვარები გამოეყო, რომლებიც შემდეგ დამოუკიდებელ გვარებად გადაქცეულან; ეს გვარებია - გორგოძე და კოხოძე.

გორგოძეებისა და კოხოძეების გვარის დიდი ნაწილი დროთა მანძილზე სოფელ ბერიეთის აღმოსავლეთით, მდინარე საკრაულის ხეობაში გადასახლებულან, რისი მიზეზიც შეიძლება ერთის მხრივ ყოფილიყო სრულიად ბუნებრივი რამ - მოსახლეობის გამრავლება და ახალი საცხოვრისის მოძიება. ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლოა ბერიეთის მოსახლეობისათვის გაუსაძლისი გამხდარიყო ახალციხის საფაშოდან თურქების გამუდმებული თავდასხმები.

გორგოძეების გვარი დღევანდელ სოფელ ზედა ზეგანში დასახლებულა, ხოლო კოხოძეები ქვედა ზეგანში დასახლდნენ.

ამ ორი გვარის ნათესაობას რამდენიმე ხალხური გადმოცემა ამტკიცებს: ერთ-ერთის თანახმად, რასაც ალბათ ამ გვარების მატარებელი ბევრი ხანდაზმული ადამიანი დაადასტურებს, არ შეიძლებოდა და მკაცრად იყო აკრძალული, რომ კოხოძეს ცოლად მოეყვანა გორგოძე და გორგოძეს - კოხოძე. მთავარი არგუმენტი კი ამ ორი გვარის საერთო წარმოშობისა არის ის, რომ ყოველი წლის 2 აგვისტოს გორგოძეები და კოხოძეები ნასოფლარ ბერიეთში ერთად დღესასწაულობენ ,,ბერიეთობას".


ნანახია: 1226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბერიეთში წარსულში მდებარე დარბაზული ტიპის ეკლესიისგან დღეს მხოლოდ ძლიერ დაზიანებული კედლები და ნახევრად ჩამონგრეული დასავლეთის
ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღესასწაული 'ბერიეთობა' აღნიშნეს.
'სამოქალაქო აქტების შესახებ' კანონში მომზადებული ცვლილებები, რომლითაც გვარის შეცვლასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება,
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი
საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი მიღება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემები.