Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კლინიკა 'ბომონდის' ოფთალმოლოგიის განყოფილების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენთან კეთდება სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციები'

თარიღი : 11-08-2017, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, რეკლამა   
topnews.com.ge
შპს კლინიკა "ბომონდში" 2017 წლის იანვრიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიის (თვალის) განყოფილება. განყოფილებას ზაალ (ზაზა) სინაურიძე ხელმძღვანელობს. ოფთალმოლოგიის განყოფილებაში ოფთალმოლოგები: გიორგი ზუმბურიძე და სალომე გრიგალაშვილი საქმიანობენ.

"განყოფილება აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ჩვენთან კეთდება ნებისმიერი სირთულის კატარაქტას ოპერაცია, ასევე, გლაუკომის საწინააღმდეგო და სიელმის ოპერაციები. თვალის გარდა, ოპერაციები კეთდება თვალის დანამატ და დამცველ ორგანოებზე.

"პაციენტების მიღების საათები 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გვაქვს, თუმცა კლინიკა "ბომონდის" ოფთალმოლოგიის განყოფილების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენთან კეთდება სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციები. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ღამის საათებში გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტი შემოსულა და ოპერაციის გასაკეთებლად გამოვუძახებივარ. იმდენად თბილი ურთიერთობაა ჩვენსა და პაციენტებს შორის და იმდენად ახლოს მიგვაქვს მათი პრობლემები, ჩვენ და ჩვენი პაციენტები ერთი დიდი სამეგობრო ვართ," - ამბობს კლინიკა "ბომონდის" ოფთალმოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ზაზა სინაურიძე.

კლინიკა "ბომონდის" ოფთალმოლოგიის განყოფილებაში შესაძლებელია ადგილზე, ნებისმიერი სირთულის და ფორმის სათვალის დამზადება. განყოფილებაში აღნიშნულ მიმართულებას ოპტიკოსი მიხეილ უიანოვი ხელმძღვანელობს.

პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული კლინიკის ოფთალმოლოგიური განყოფილება სამედიცინო მომსახურებას უწევს როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს და მოხუცებს.

NS


ნანახია: 2758-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოზარდმა თვალი თანატოლებთან ერთად, ბურთით თამაშის დროს დაიზიანა.
წლებია კლინიკა 'ბომონდში' სიმსუქნის ყველა ფორმის ოპერაცია კეთდება. ოპერაციებს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
გონების დაკარგვა, წნევის დაცემა, ტკივილი მუცლის არეში-ეს ის სიმპტომებია, რომლითაც კლინიკა 'ბომონდის' მიმღებ განყოფილებას
ჩვენი მისამართია: ქუთაისი, ა. წერეთლის ქუჩა მეხუთე შესახვევი #4.
სს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფოში, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისა და სამედიცინო დახმარების
თითოეული კლინიკის რეანიმაციული განყოფილება ის ადგილია, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა განსაკუთრებით შესამჩნევია.
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი