Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტურისტებისთვის საინტერესო წილთოს კანიონი ჭიათურის სოფელ პერევისაში

topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში მდებარე ბუნებრივი საოცრების შესახებ გიამბობთ.

მდებარეობ სოფელ პერევისის, მიდამოებში. პერევისა-სვერის საავტომობილო გზაზე, 555 მეტრი ზ.დ.. კოორდინატები: ჩ.გ 42014’53’’; ა.გ 43018’18’’. მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 175 კმ. ჭიათურიდან 10 კმ. ქუთაისიდან- 75 კმ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისა მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს, ჭიათურის პლატოზე, ჭიათურიდან 7 კილომეტრი. სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ჭიათურა, რომლისგანაც მდინარე ყვირილა გამოყოფს. სამხრეთით ესაზღვრება სოფლები: ცხრუკვეთი, სვერი და გუნდაეთი, დასავლეთით — სკინდორი და წინსოფელი, აღმოსავლეთით — შუქრეთი, კალაური და მერევი. სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე წილთოს ხეობა ხოლო ყველაზე მაღალი — პერევისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია — 777 მეტრი ზღვის დონიდან. სოფლის ტერიტორიაზე არსებული ადგილებია: დევის ნამუხლი (წილთოს ღელეში კლდეზე გამოკვეთილი გზის მონაკვეთი), ნაირმალი, ჭაუჭიახო, საქორიათი, ნატბაური, შარგვეშები, ბარდასოული, შემორევა (წილთოს ღელეში, ციცაბო კლდეებს შორის ჩამომდინარე ჩანჩქერი რომელიც დიდ, ღრმა მორევს ქმნის). სოფელში უხვადაა წყაროები: იფნის წყალი, პირაღია წყარო, ბატონის წყალი, ცხენარის წყალი, ცივწყარო.

სოფ. პერევისის მიდამოებში, მდ. საძალიხევის მარცხენა მხარეს გაედინება საინტერესო მდინარე წილთო, რომელიც ხეობის ქვემო წელში წარმომნის რამდენიმე ათეული მეტრი სიღრმის კანიონს. მდინარე წილთოს მარჯვენა ფერდობზე კანიონში გამომუშავებულია მღვიმეები: წილთო 1, წილთო 2 და წილთო 3.

წილთოს I მღვიმე მდებარეობს მდ. საძალიხევის აუზი, მარჯვენა მხარეს, გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში, მღვიმე საკმაოდ ფართო (15 მ) და მაღალი (15 მ) შესასვლელით არის წარმოდგენილი, სიგრძე კი მხოლოდ 4 მეტრია, ფსკერის ფართობი 60 მ2, საერთო მოცულობა 900 მ3, მღვიმე მშრალია, ისტორიული დროის ნაგებობა, არის მატერიალური კულტურის ნაშთები, ადვილად მისადგომია, მღვიმე პირველად აღწერა პეტრე მშვენიერაძემ 1955 წელს.

წილთოს II მღვიმე მდებარეობს მდ. საძალიხევის აუზი, მარჯვენა მხარეს, გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში, კლდობანი ფარდული ფართო (8,5 მ) და მაღალი (7 მ) სამკუთხედის ფორმის შესასვლელით არის წარმოდგენილი, მდინარე საძალიხევის დონიდან 94 მეტრზეა წარმოდგენილი, სიღრმე 7 მ-ია, სიგანე 4-8 მ, სიმაღლე კი მხოლოდ 5-7 მეტრია, ფსკერის ფართობი 35 მ2, საერთო მოცულობა 210 მ3, მღვიმე მშრალია, ისტორიული დროის ნაგებობა, ნაპოვნია მატერიალური კულტურის ნაშთები (დოქების, ქოთნების, კეცის და სხვა ჭურჭლის ნამტვრევები), საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი, მღვიმე პირველად აღწერა პეტრე მშვენიერაძემ 1955 წელს.

ორთვალაკლდის (წილთოს III) მღვიმე მდებარეობს სოფ. პერევისის მიდამოები, მდ. საძალიხევის აუზი, მდინარე წილთოს მარჯვენა ფერდობზე, გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში, მღვიმე ორი შესასვლელი გააჩნია, რომლებიც უსახელო მთის ციცაბო ფერდობზე, ერთმანეთისაგან 30 მ-ის მოშორებით მდებარეობენ. აღმოსავლური განშტოება შესასვლელიდან 65-ე მეტრზე დასავლეთიდან შემომავალ გვირაბს უერთდება, ფსკერი თანდათანობით დახრილად მიემართება და გვირაბი 10 მ-მდე ფართოვდება. ბოლოში 40 მ სიგრძის, 6-7 მ სიგანის და 7-8 მ სიმაღლის დარბაზს ინვითარებს, რომელიც გამომშრალი თიხის ჰორიზონტული ფსკერით ხასიათდება. მღვიმის შესასვლელის სიმაღლე ზღვის დონიდან 530 მ, ხოლო მდინარის დონიდან 90 მ, ფსკერის ფართობი 800 მ2, საერთო მოცულობა 2400 მ3. ქიმიური ნალექებით ღარიბია; მექანიკურიდან _ ნგრევისა და გამოფიტვის ადგილობრივი და ზედაპირიდან ჩამოტანილი მასალა (ღორღი, ლოდები), თიხის სქელი ნაფენები. მღვიმე მშრალია. ბოლო დარბაზში შემოჭრილი დროებითი ნაკადები. იქვე პონორებში იკარგება და ქვედა ჰორიზონტში პოულობს გამოსავალს. მღვიმეში ღამურათა რამდენიმე სახეობაა წარმოდგენილი. ისტორიული დროის ნაგებობაა, წინა ორი დიდი გვირაბის კედლებს ეტყობა ხელოვნური დამუშავების კვალი, აღმოჩენილია ქვევრები და კერამიკის ნამტვრევები, მღვიმე ადვილი მისადგომია, გავლა ადვილია, გამოკვლეულია გეოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციის მიერ 1959 და 1990 წელს.


ნანახია: 3397-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
მღვიმე საჩხერის მუნიციპალტეტის სოფელ სარეკის ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, ამავე სოფლის მკვიდრის ბიძინა
მღვიმე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი მღვიმის სახელით არის ცნობილი, ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთის მიდამოებში,
რუბრიკა 'ჩემი იმერეთი' ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტის შესახებ გიამბობთ.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი