Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვარდის სახლი, ქვევრების დამზადება, კემპინგი ტბებზე-ჭიათურის სოფლების უცნობი შესაძლებლობები

topnews.com.ge
თსუ-ს სტუდენტებმა პროექტის-"გაიცანი ჭიათურა" განხორციელება დაიწყეს.

"ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევის ფარგლებში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დოქტორანტი ლიანა ხანდოლიშვილი, მაგისტრანტი ზურა რიკაძე, ბაკალავრიატის სტუდენტები სალომე თაბაგარი, მარიამ ჯაფოშვილი და ვალერი ქამხაძე, ატარებენ კვლევას, რომლის მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტიში შეისწავლონ ღირსშესანიშნავი ბუნების ძეგლები და გამოვარკვიოთ როგორც ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი, ასევე აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვა," -ამბობს თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი, რომელიც კვლევას კოორდინაციას უწევს.
http://www.picz.ge/img/s1/1707/25/b/bed99f2bf3ba.jpg
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს თითოეული სოფლის გეოგრაფიული შესწავლა და მისი ღირსშესანიშნავი ობიექტების კვლევა, სოფლების შესასვლელში საინფორმაციო ბანერების დადგმა. ექსპედიციის წევრები იმყოფებოდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

"სოფელ ტყემლოვანაში მოინახულეს ქვევრის დამზადების პროცესი. ტურისტებისთვის დიდ დაინტერესებას გამოიწვევს თუ როგორი ტექნოლოგიით მზადდება ქვევრები და მიიღებენ მონაწილეობას დამზადების პროცესში. ტურისტულად შეფასდა სოფელ ქვაციხეში არსებული "ვარდის სახლი", სადაც 3 ჰექტარ მიწაზე გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ვარდი, 4 ტბაში სხვადასხვა ფერის დუმფარა; სოფელ მანდაეთში არსებული წყალსაცავი დიდი ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა, შესაძლებელია კემპინგის მოწყობა, გასაბერი ნავებით გასეირნება, თევზაობა და სხვა აქტივობების ჩატარება. აქ არსებული მანდაეთის უნიკალური მღვიმე ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. ექსპედიციის დროს აგრეთვე მოხდა სოფელ გუნდაეთში მდებარე საჭინკიის მღვიმის კვლევა. სოფელ ზოდში მდინარე ციხისწყალზე მდებარე ბონდის ხიდიდან მოხდა მიმდებარე ტერიტორიის შეფასება. იგეგმება ტურისტული მარშრუტების ელექტრონული რუკების შექმნა, რაც მთავარია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ვინაიდან ამ მუნიციპალიტეტს აქვს რეალური შანსი იქცეს ტურიზმის ერთ-ერთ შემოსავლიან ცენტრად," - ამბობს გიორგი დვალაშვილი.


ნანახია: 4202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
წიგნში განხილულია როგორც მოქმედი სოფლები, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლები, 50-იან წლებში წარმოქმნილი ნასოფლარები და
წიგნში განხილულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია ქალაქი ჭიათურა და უნიკალური გეოგრაფიული პირობებით
პროექტის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტების მიერ შესწავლილი იქნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და ჭიათურაში არსებული თითოეული ტურისტული
აღნიშნული ჭიათურის სოფლებში ტურისტებისათვის საინტერესო ადგილებში საინფორმაციო ბანერების დაზიანების მეორე ფაქტია.
კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას.
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი