Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

18 ივლისს იმერეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვაა

თარიღი : 17-07-2017, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:

ქუთაისი. ქვესადგურ „წყალწითელას“ მომხმარებლებს: 18 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე - 95 აბონენტს სოლომონ მეორეს ქუჩაზე; 14:00-დან 17:00 საათამდე - 690 აბონენტს სოლომონ პირველის, სოლომონ მეორეს, კლდიაშვილის ქუჩებზე; 20 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე - 360 აბონენტს ევდოშვილის, ჯორჯიაშვილის, მოსკოვის, წმინდა სამების ქუჩებზე, 14:00-დან 17:00 საათამდე - 500 აბონენტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში.

ტყიბული. 18 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე - 660 აბონენტს ქ. ტყიბულში იმერეთის, ბრეგვაძის, გორგასლის, წერეთლის ქ და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 18:00 საათამდე - 61 აბონენტს სოფელ მუხურაში.

18 ივლისს 08:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება ქვესადგურების „ორპირის““, „ხრესილისა“ და „ხრესილი წევას“ დაახლოებით 4700 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორპირი, ხრესილი, კოკა, ციხია და მიმდებარე სოფლებში. ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - 650 აბონენტს სოფლებში გელათი, მოწამეთა, კურსები.

ხარაგაული. 18 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 1900 აბონენეტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოლითი, ზვარე, ნუნისი, ვახანი და მიმდებარე სოფლებში.

ლენტეხი. ქვესადგურ „ლენტეხის“ მომხმარებლებს: 18 ივლისს 12:00-დან 14:00 საათამდე - 290 აბონენტს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლესემა, ფაყი, წანაში, ტვაბლედი და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 16:00 საათამდე - 230 აბონენტს დაბა ლენტეხში და სოფელ სასკუდარაში.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


ნანახია: 586-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ენერგო პრო ჯორჯია' შეზღუდვას პროფილაქტიკური სამუშაოებით ხსნის.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.
თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ამინდი