Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თაღლითური სქემა, რომლის შედეგად ქუთაისში ოჯახები სახლებს კარგავენ

თარიღი : 17-07-2017, 10:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, სტატიები, მთავარი თემა   
ქუთაისში მცხოვრები ჯიშკარიანების ოჯახი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს. ია კოხრეიძე, რომელსაც სამი შვილი დაუდგენელი დიაგნოზით გარდაეცვალა, იმ სქემაზე საუბრობს, რომლის შედეგად ოჯახს პრობლემები შეექმნა.

"ამ სახლიდან ჩემი სამი შვილი გასვენდა. წლების განმავლობაში არაერთ იპოთეკართან მქონდა ურთიერთობა, რადგან ჩემი შვილების სამკურნალოდ თანხა მჭირდებოდა. გასული წლის ნოემბერში მაკლერმა ერთ-ერთ კერძო იპოთეკარს რუსუდან ჭეფხოძეს დამაკავშირა. ჭეფხოძემ ნახა ჩვენი სახლი და შვთანხმდით, რომ 16 000 დოლარს მოგვცემდა. საჯარო რეესტრში უნდა გაგევეფორმებინა იპოთეკის ხელშეკრულება. რომ მოვიდა, თვითონ მოიტანა გამზადებული ხელშეკრულება, ჩემმა დედამთილმა რომ უთხრა, წავიკითხავო, არ წააკითხა უყვირა, 16 000 დოლარზე ვაფორმებთ ხელშეკრულებას და შენს სახლს დებ, ეს არ იციო? როდესაც ჩვენი რიგი მოვიდა და ოპერატორთან დავსხედით, ოპერატორმა უთხრა ჩემს დედამთილს რომ ხელშეკრულების შინაარსს გააცნობდა, რაზეც ჭეფხოძემ ოპერატორსაც უყვირა, შენ ვინ გეკითხებაო. ამის შემდეგ პროცენტის გადახდაზე დამირეკა რამდენიმე დღით ადრე. ოპერაცია გავიკეთე და ფული მჭირდებაო. თანხის მხოლოდ ნახევარი მქონდა იმ დროისთვის და ვიფიქრე, რადგან ავად არის ხელი რომ არ შევუშალო ამ ნახევარს მივცემ-თქო. ეს რომ ვუთხარი, ლანძღვა და ყვირილი დამიწყო, სრულად მინდა პროცენტიო. მაშინ ვუთხარი, რომ ვიდრე პროცენტის გადახდის დღე არ მოვიდოდა, მანამ არც ერთი საათით ადრე, რც ერთ თეთრს მივცემდი. მეორე დღეს თვითონ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემგან პროცენტი აღარ უნდოდა და ჩემი სახლი მიჰქონდა," - ამბობს ია კოხრეიძე.

კერძო იპოთეკარისგან მუქარის შემდეგ, ოჯახმა საჯარო რეესტრში იპოთეკართან გაფორმებული ხელშეკრულება მოიძია. აღმოჩნდა, რომ ჯიშკარიანებს 16 000 დოლარის ნაცვლად, 20 000 დოლარის ოდენობის ვალი ჰქონდათ, ხოლო მათსა და კერძო იპოთეკარს შორის იპოთეკის ნაცვლად, ნასყიდობის ხელშეკრულება იყო გაფორმებული.

"მოგვატყუა, ხელშეკრულება არ წაგვაკითხა. არც ხელშეკრულების ასლი მოუცია ჩვენთვის. ახლა სასამართლოში ვდაობთ ხელშეკრულების ბათილობაზე. პარალელურად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას სარჩელით მივმართეთ. სარჩელს ჩვენს მსგავსად, ჭეფხოძის თაღლითური სქემის შედეგად დაზარალებული სხვა ოჯახებიც უერთდებიან. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ჩვენ მას მის 16 000 დოლარს მივცემთ, მაგრამ ამ სახლს ვერ წაგვართმევს," - ამბობს ია კოხრეიძე.

თაღლითური სქემის შედეგად დაზარალებული ოჯახების ინტერესებს იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი ლევან ჭელიძე იცავს. ადვოკატის თქმით, მასთან ყოველდღიურად მიდიან მოქალაქეები, რომლებიც თაღლითური სქემის შედეგად დაზარალდნენ.

"ეს არის კლასიკური თაღლითობა. იპოთეკარი ოჯახებს არ აკითხებს ხელშეკრულებებს, შეიძლება ხელშეკრულებაში წერს სხვა თანხას და ოჯახებს სხვა თანხას ეუბნება. ჩვენ ვდაობთ სასამართლოში. მივმართეთ პროკურატურას და აუცილებლა მოვახდენთ დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვას," - ამბობს ლევან ჭელიძე.

რაც შეეხება თავად რუსუდან ჭეფხოძეს, ჭეფხოძე მედიასთან არ კონტაქტობს. მობილურ ტელეფონზე, რომელიც მას ეკუთვნის, დაკავშირება არ ხერხდება.


ნანახია: 10875-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეს ჩვენს საზოგადოებაში უაღრესად აქტუალური და მტკივნეული თემაა.
ქუთაისში მცხოვრები ნინო მაისაშვილი დახმარებას ითხოვს.
ქუთაისში მცხოვრები 11 წლის გიორგი ჯიშკარიანის დედა ია კოხრეიძე შვილის გადარჩენისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
თხი შვილი მყავს მკვდარი. არავინ სხვა მე არ გამაჩნია, ორივე თვალით უსინათლო და სოციალურად დაუცველი ვარ, სად უნდა წავიდე მითხარით?
ქალბატონი აცხადებს, რომ ის მის კუთვნილ ბინას არ დათმობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თამარ გიორგობიანის ოჯახის წინააღმდეგ საგარეო უწყებასთან შესაძლოა აქციები
კოტე აბაშიძემ დასს საკუთარი პროგრამა გააცნო.
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ამინდი