Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საჭმელი არ გვაქვს, ხშირად კვირაობით პური გვენატრება,'- შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახი ქუთაისში

თარიღი : 16-07-2017, 00:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, ე.წ. ფინურ სახლებში მცხოვრები ცარციძეების ოთხსულიანი ოჯახი შიმშილს ებრძვის. ოჯახის წევრები უმუშევრები არიან. ცარციძეები თავს მოხუცი ბებიის პენსიით და სოციალური შემწეობით ირჩენენ, თუმცა იმის გამო, რომ შემწეობა წინასწარ გამოიტანეს, მიმდინარე წლის ოქტომბრამდე დახმარებით სარგებლობას ვერ შეძლებენ.

"ორი ვაჟი მყავს, ყველაფერი გამოსდით ხელიდან, თუმცა უმუშევრები არიან, არ არის სამუშაო. ძალიან გვიჭირს, საჭმელი არ გვაქვს. ზოგჯერ კვირაში ორი დღე თუ ვიმუშავებ და ამ ფულით საჭნელს ვყიულობ, თუმცა დანარჩენ დღეებში, როდესაც არ ვმუშაობ, მშივრები ვართ. ხშირად კვირაობით პური გვენატრება. ვერც კომუნალურ გადასახადებს ვიხდი. გაზი ჩამიჭრეს, რადგან ვერ გადავიხდე. ალბათ ვერც შუქს გადავიხდი. ზოგჯერ მეზობლებს მოაქვთ საჭმელი, რადგან ვეცოდებით. არც სახლი ვარგა, დანგრევის პირასაა და ყველა ოჯახში წყალი ჩამოდის. ძალიან გვიჭირს. ნებისმიერ სამუშაოზე იმუშავებდნენ ჩემი შვილები, მაგრამ სამუშაო არ არის," -ამბობს ლეილა ცარციძე.

შვილიშვილების დასაქმებაა ცარციძების ოჯახის უხუცესი წევრის, სულიკო კიკნაძის ნატვრა.

"მე ამათი ჭირი წამიღია. ესენი მეყოლებოდნენ კარგად.გული მიკვდება, როდესაც საჭმელი არ აქვთ. მე რა მაჭმევს. მე მარტო წყალს დავლევ და ისე დავიძინებ. ესენი მეყოლებოდნენ კარგად. ყველას ვთხოვ, იქნებ დამისაქმონ ჩემი შვილიშვილები," - ამბობს სულიკო კიკნაძე.


ნანახია: 2806-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წლებია საწოლს არის მიჯაჭვული, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ამბობს, რომ საჭმელი არ აქვს და მეზობლების კეთილ ნებაზეა
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდის, რის გამოც ოჯახის წევრები ერთ ოთახს აფარებენ თავს. ხელაძეები
2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახის მძიმე ყოველდღიურობა.
იმის გარდა, რომ დახმარება შეუწყდათ, ზაკალაშვილების ოჯახს ისიც აწუხებს, რომ საცხოვრებელი არ აქვთ.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
გამოშვებული პროდუქცია 100 პროცენტით საექსპორტო იქნება.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ განცხადებას, რომელიც სააგენტოს კვალიაშვილის ახლობლებმა მიაწოდეს.
იმის გარდა, რომ დახმარება შეუწყდათ, ზაკალაშვილების ოჯახს ისიც აწუხებს, რომ საცხოვრებელი არ აქვთ.

ამინდი