Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სიახლე ქუთაისში ბილიარდის მოყვარულებისთვის-Vip ბილიარდი პროფესიონალებს და მოყვარულებს ელის

თარიღი : 15-07-2017, 19:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
Vip ბილიარდი -ასეთია იმ საბილიარდოს სახელწოდება, რომელიც ქუთაისში, აღმაშენებლის 64 გ ნომერში (ნინოშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორია) გაიხსნა. საბილიარდოს ხელმძღვანელის ლერი გიორხელიძის თქმით, დაწესებულების გახსნის მიზანს ბილიარდის პროფესიულ და მოყვარულ დონეზე მოთამაშეებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა წარმოადგენდა.

„Vip ბილიარდი ჩვენს სტუმრებს სთავაზობს მშვიდ და წყნარ გარემოს. ადგილზე ბილიარდის მოყვარულებისათვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი. საბილიარდოში შესაძლებელია მცირე დოზით ალკოჰოლისა და გამაგრილებელი სასმელების მიღება და ბილიარდით გართობა სასიამოვნო მუსიკის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ საბილიარდო ორი თვის წინ გაიხსნა, დაწესებულებას ყოველდღიურად სტუმრობენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ბილიარდის მოყვარული თუ პროფესიონალი მოთამაშეები,“ - ამბობს ლერი გიორხელიძე.
http://www.picz.ge/img/s4/1707/15/6/62f57c2b5189.jpg
Vip ბილიარდში მისვლამდე, წინასწარ, თუნდაც რამდენიმე წუთით ადრე, ერთი სატელეფონო ზარის საფუძველზე, შესაძლებელია მაგიდის დაჯავშნა. რაც შეეხება დაწესებულებაში შესვლის ღირებულებას, ლერი გიორხელიძე ამბობს, რომ ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„გარდა ამისა, მათთვის, ვინც ერთთვიან აბონომენტს აიღებს, ერთი თვის განმავლობაში, დღეში ერთი საათი დამატებით შეუძლია ბილიარდი უფასოდ ითამაშოს. საბილიარდო პერიოდულად გეგმავს ჩვენი მეგობრებისა და სტუმრებისათვის სხვადასხვა სიახლის შეთავაზებას. მაგალითად, მიმდინარე თვის ბოლოს გვაქვს ტურნირი მოყვარულებს შორის. ამგვარად ვცდილობთ, ქალაქში დაინტერესებული საზოგადოებისათვის ბილიარდი გართობისა და დასვენების ერთ-ერთ კარგ საშუალებად ვაქციოთ,“ - ამბობს ლერი გიორხელიძე.
http://www.picz.ge/img/s2/1707/15/f/f98ada7558a0.jpg
საბილიარდო Vip ბილიარდი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომერზე: 579 099 242.


ნანახია: 790-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სტუდენტური დღეები -2015“-ის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული, ინტელექტუალური, კულტურული და გასართობი ღონისძიება.
ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის პერსონალმა, ნეკერჩხლისა და ირმის რქის ჯიშის ხეები დარგეს.
სად შეიძლება გავატაროთ თავისუფალი შაბათ-კვირას ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად და როგორ ხარჯავენ თავისუფალ დროს საღამოობით ქუთაისელი
სკოლის გახსნის მიზანს პროფესიონალ ბარმენთა მომზადება წარმოადგენს.
ქუთაისში ინტენსიური განათლების ცენტრი მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაიხსნა. ცენტრში სწავლის მსურველებს დამატებითი განათლების მიღება
კოტე აბაშიძემ დასს საკუთარი პროგრამა გააცნო.
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ამინდი