Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში ჩიხის ღვთისმშობლის შობის ეკლესიას შესაძლოა რეაბილიტაცია ჩაუტარდეს

თარიღი : 15-07-2017, 10:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
საჩხერეში კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათ სოფელ ჩიხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი და მასთან არსებული ციხესიმაგრე მოინახულეს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

"არქიტექტორ-რესტავრატორი იოსებ აგლაძე და ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე აქ გამგეობის მოწვევით ჩამოვიდნენ. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ბაზაძის ინიციატივით გამგეობიდან წერილობითი მოთხოვნა ზემოაღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაიგზავნა.

სპეციალისტებმა ძეგლის მდგომარეობა შეისწავლეს და ფოტო მასალა გადაიღეს. ისინი ადგილობრივ მკვიდრებს ვენედიქტე და სოზარ იაკობაშვილებს შეხვდნენ. ბატონი ვენედიქტე და სოზარი სწორედ ის პიროვნებები არიან, რომლებმაც 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ დანგრეული ტაძარი საკუთარი ხელითა და სახსრებით აღადგინეს.

როგორც ხელოვნებათმცოდნემ გიორგი გაგოშიძემ განაცხადა ძეგლი მნიშვნელოვანია, თუმცა მისი სრულად აღდგენა შეუძლებელი. აქვე დასძინა, რომ გარკვეულ ეტაპზე მისი შენარჩუნება და ტურისტულ კერად ქცევა შესაძლებელია.

კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის თანამშრომლები სოფელ ჩიხის სალოცავისა და ნაციხევის ფოტოებს სპეციალურ ჯგუფს წარუდგენენ, რომლებიც გადაწყვეტილებას რეასტავრაციასთან დაკავშირებით მიიღებენ,"- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 702-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
ძეგლების განმეორებითი აღწერის შემდეგ გამორიცხული არ არის რამდენიმე ათეულმა ობიექტმა ძეგლის სტატუსი დაკარგოს.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება.
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით 217 ობიექტია დარეგისტრირებული.
ქუთაისში, ტაბიძის ნომერ 2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს.
გადაწყვეტილება ამის შესახებ იუნესკოს არამატერიალური კულტურული კომიტეტის მეთერთმეტე სესიაზე მიიღეს.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია' პრორუსული პროპაგანდის აღმოფხვრის მიზნით, ქუთაისში, რუსული დასახელების ქუჩებისათვის სახელების გადარქმევას და
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტთან იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივები სოფელში ჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ამინდი