Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ბესო გელაშვილს, რომელმაც ღირსეული, მამაპაპური პასუხი გასცა სიწმინდის შეურაცხმყოფელს, ყველა გვერდით უნდა დაუდგეს"

თარიღი : 15-07-2017, 00:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და ქვეყნის ხელისუფლებას ზესტაფონში, ჯვრის შეურაცხყოფის მიზეზით ირანის მოქალაქის ცემაში ბრალდებულების დახმარებისკენ მოუწოდებენ.

ინცინდენტი ზესტაფონში მიმდინარე წლის ხუთ ივლისს, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივმა ბესო გელაშვილმა თანხმლებ პირებთან ერთად ირანის მოქალაქე სცემა. ადგილობრივების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის ცემის მიზეზი მის მიერ ჯვარზე მიშარდვა გახდა.

თეოლოგი კონსტანტინე ქათამათა თვლის, რომ ის ადამიანებს რომლებმაც სიწმინდე დაიცვეს, სასამართლომ სასჯელი არ უნდა დააკისროს.

"ჩვენ ვიცით მაგალითები ისტორიიდან, როგორც უსწორდებოდნენ ჩვენი მეფეები ადამიანებს რომლებიც ჩვენს სიწმინდეებს შეურაცხყოფდნენ. ბოლო პერიოდში გახშირდა მსგავსი ფაქტები. ჩვენ უნდა მოვითმინოთ ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ჩვენს ეკლესია-მონასტრებზე არაბულ ენაზე წარწერები აკეთონ, მონასტრის კარი ფეხით შეანგრიონ. ბესო გელაშვილს, რომელმაც ღირსეული, მამაპაპური პასუხი გასცა ჩვენი სიწმინდის შეურაცხმყოფელს, რომელსაც მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები ჰყავს,ყველა გვერდით უნდა დაუდგეს, იქნება ეს საპატრიარქო, მარგვეთისა და უბისის ეპარქია თუ სახელმწიფო," - ამბობს კონსტანტინე ქათამაძე.

მიმდინარე წლის 5 ივლისს მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით გამოძიება ცემისა და გამოძალვის მუხლით მიმდინარეობს. უცხო ქვეყნის მოქალაქის ცემაში ბრალდებულები კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.


ნანახია: 4667-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბესო გელაშვილი, რომელმაც ჯვრის შეურაცხყოფის მიზეზით ირანის მოქალაქე სცემა, მომხდარს იხსენებს.
ინცინდენტი მოხდა ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოსახლეობა ამბობს, რომ უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება, რადგან ჩინური კომპანიის საქმიანობამ მათ სოფელში გზის ნგრევა, სახლების
ახალი სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა სტუდენტებს სამახსოვრო მაისურები და ბუკლეტები გადასცა. ასევე, გაირკვა იმ
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ 'ქართული ოცნების' სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია 'ქართული ოცნება -
კანდიდატების წარდგენას ვიცე-პრემიერიც ესწრებოდა.
თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ამინდი