Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება, ახალი შადრევნებისა და სკვერების გახსნა თერჯოლაში

თარიღი : 14-07-2017, 22:00 | კატეგორია: ახალი ამბები   
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2015–2016 წლების კურსდამთავრებულ მედალოსანთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. 41 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავჯმდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ გადასცეს. ღონისძიებას ესწრებოდა თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი განათლების მნიშვნელობას და 1-ლი საჯარო სკოლის პედაგოგს, რომლის სადამრიგებლო კლასში 7 მედალოსანი კურსდამთავრებულია, ფულადი ჯილდო გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თერჯოლაში 2 შადრევანი და ახალი სკვერი გაიხსნა, სადაც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალია განთავსებული. სკვერისა და მემორიალის პროექტი ადგილობრივ მეწარმეთა ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები კახაბერ კუპატაძე და მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, ქ. თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი ლილუაშვილი, თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ბიუროს ხელმძღვანელი ვალერიან ლილუაშვილი, თერჯოლის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები.

NS


ნანახია: 148-ჯერ

მსგავსი სიახლეები
10 აპრილს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებულმა თემურ ქოჩიაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.
თემურ ქოჩიაშვილმა თანამდებობის პირებს სამსახურებრივი დავალებები მისცა და წარმატებული კვირა უსურვა.
დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში თათბირი ჩატარდა.
წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევში.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით 2 ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 7 და 13
დღეს, 7 აპრილს სამუშაოები გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა მოინახულა.
მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძემ განაცხადა.

ამინდი