Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო 39 მილიონ ლარს დახარჯავს

თარიღი : 14-07-2017, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გამოყოფილი. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, აღნიშნულ თანხაში სხვადასხვა ტიპის ხარჯები შედის, რომლებიც არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას ეხება.

”ამ თანხაში შედის არჩევნების მოსამზადებელი ხარჯები, მოხელეთა მომზადება-გადამზადება, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯები, რაც დაახლოებით ორი მილიონი ლარია, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება, რაც 7 მილიონი ლარის ფარგლებშია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ცესკო-ს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ცესკო-ს აპარატის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ხარჯები. კავშირგაბმულობის, კომუნალური, ტრანსპორტირების, ბეჭდვასთან და ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებული თანხები და სხვადასხვა ტიპის ხარჯები”, - განმარტა ანა მიქელაძემ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხა - 39 მილიონი ლარი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის ჩასატარებლად არის განსაზღვრული, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი, კალკულაცია ხელახლა მოხდება. ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ოლქში დადგება მეორე ტურის ჩატარების საჭიროება. დაფინანსების გეგმა ფინანსთა სამინისტროს წარედგინება და ამის შემდეგ, მეორე ტურის ჩასატარებლად საჭირო თანხა გამოიყოფა.

ipn.ge


ნანახია: 495-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განმარტა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურს ცესკო პირველი ტურის შედეგების
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის თარიღი დანიშნა.
თუკი არჩევნების მეორე ტურში კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მერის არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა ტარდება და მას ცესკო
არჩევნების მეორე ტური საქართველოში 50-ზე მეტ ოლქში გაიმართება.
როგორც ცნობილია, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება და მეორე ტური მაშინ ინიშნება, თუკი
თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ამინდი