Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საველე ლექცია მესხეთის ქედის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას-ქვასაყდარაზე

თარიღი : 13-07-2017, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის ეკო კლუბმა მესხეთის ქედზე სასწავლო საველე ექსპედიცია მოაწყო. საველე ექსპედიციას მეგზურობას უწევდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი. ეკო კლუბის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შეისწავლეს მესხეთის ქედის ფლორისა და ფაუნის თავისებურებები. ბიოლოგიის პედაგოგის ეკა მითაიშვილმა სუბალპურ და ალპური მცენარეულობების შესახებ გაცნობითი ხასიათის საველე ლექცია ჩაატარა ზეკრის უღელტეხილის და დიდმაღალი მთის მიდამოებში. ისტორიკოსმა ლიზა ბუსხრიკიძემ ისაუბრა ზეკრის უღელტეხილისა და ხეობის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუკუნეების განმავლობაში.
http://www.picz.ge/img/s2/1707/13/4/4238f5d214f9.jpg
საველე ლექცია ჩატარდა მესხეთის ქედის გამორჩეულ ადგილას ქვასაყდარაზე, სადაც კემპინგი ,,ქვასაყდარა“ 2015 წელს ,,აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, იგი სახელმწიფომ 10 000 ლარით დააფინანსა. ქვასაყდარიდან 1 კმ მოშორებით დიდმაღალას მთაა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა აღმართეს რკინის ჯვარი, ეს გახლავთ საირმე-აბასთუმნისა და ზეკრის ხეობის გზა-გასაყარი. აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ქუთაისი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის აღდგენის შესახებ, რაც ყველაფერთან ერთად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუბალპურ და ალპურ ზონაში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე არაერთი ვულკანური წარმოშობის ქვასვეტია აღმართული, რომლებიც დენუდაციური შთენილების სახით არის შემორჩენილი. ქვასვეტები ბუნებრივი კლიმატური პირობებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნა და საინტერესო ბუნებივი ქვასვეტების ფორმა მიიღო.

ექსპედიციის მონაწილეებმა გარდა დაგეგმილი საველე კვლევებისა, აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს კემპინგ ,,ქვასაყდარას“ წარმომადგენლების მიერ შეთავაზებულ საინტერესო ტურისტულ აქტივობებში. მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრენ მშვლდის სროლაში და პნევმატური კისტით ქულების დაგროვებაში. აგრეთვე პიკნიკი მოეწყო უშუალოდ ბუნებრივი ღირშესანიშნაობების მახლობლად კომფორტულ ტურისტულ კემპინგში.

მოსწავლეებს ბაღდათის ტურისტული ობიექტების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების წარმომადგენელმა გოჩა ხორავამ. ქვასაყდარას მიდამოების ტურისტულ პერსპექტივებზე ესაუბრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მამუკა გორგოძე.

ქალაქ თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის ეკო კლუბმა მორიგი საველე კვლევა კვლავ ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შემოდგომისთვის დაგეგმა. სექტემბერში ექსპედიციის დროს შესწავლილი იქნება სხვა ტურისტულად საინტერესო ობიექტები. მოსწავლეები ესტუმრებიან აჯამეთის აღკვეთილსა და ვარციხის ციხესიმაგრეს.


ნანახია: 1882-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვასაყდარიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ადგილი, სადაც გადმოცემის თანახმად, პირველ საუკუნეში ანდრია
სამუშაოების ფარგლებში, ქვასაყდარაზე დამონტაჟდა და მოეწყო ორი საპიკნიკე ადგილი, თითოეული გათვლილია 16-20 ტურისტზე.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საინტერესო კუთხეს წარმოადგენს იმერეთში, გეოგრაფიული მდებარეობით, ტურიზმის განვითარების კუთხითა და
ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ 'ძაბრი', სადაც იმერეთის
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე.
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი