Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე – სოფლები უნდა დაიცალოს, გლეხობა უნდა ტეხავდეს

თარიღი : 13-07-2017, 11:09 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ “სოფლების დაცლა” ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია. მისი განმარტებით, მიზეზი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების გზაზე გადასვლაა, საქართველო კი – ამ გზას ახლა გადის.

“რაც უფრო განვითარდება საქართველოს ეკონომიკა, მასში უფრო ნაკლები იქნება სოფლის მეურნეობის წილი”, – ამბობს ჯაფარიძე და დასძენს, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანების ურბანულ დასახლებებში მიგრაციასა და ქალაქში ახალი სამუშაოების შექმნას ამართლებს. მისი თქმით, სახელმწიფომ რაც არ უნდა გააკეთოს, სოფლების დაცლის პროცესი გაგრძელდება.

“რაც უფრო მეტად გავწელავთ ამ პროცესს, მით უფრო დიდხანს დარჩებიან სოფლად მცხოვრები ადამიანები სიღატაკეში. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც წლებია ატარებენ სხვადასხვა ხელისუფლებები საქართველოში, რათა ეს ადამიანები სიღატაკეში ცხოვრობდნენ”, – განმარტავს ის.

ჯაფარიძე ამბობს, რომ არ არსებობს მდიდარი და ცხოვრების მაღალი სტანდარტით გამორჩეული ქვეყანა, რომლის ეკონომიკურ განვითარებაშიც სოფლის მეურნეობის წილი მაღალია. მისი თქმით, საქართველო გადის გზას, რომელიც გაიარეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც ეკონომიკურად გამდიდრდნენ:

“სოფლის მეურნეობის ნაცვლად, ადამიანები უნდა დასაქმდნენ მომსახურების ან მრეწველობის სფეროში”.

კითხვას, რას გულისმხობდა ვიდეორგოლში, როცა ის ამბობდა, რომ “გლეხობა უნდა ტეხავდეს”, პასუხობს, რომ “გლეხობა” მისაღები ტერმინი არ უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც ბატონყმობა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გადააგდეს.

“სიტყვა გლეხის შინაარსი იდეაში გაჭირვებულ ადამიანს გულისხმობს, რომელსაც აქვს პატარა მიწის ნაგლეჯი, რომლის უცხოელზე გაყიდვაც აკრძალული აქვს და ამ მიწის ნაკვეთს იყენებს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს და მუდამაა დამოკიდებული იმაზე, რომ მთავრობა რაღაცას გადაუგდებს,” – ასე განმარტავს რა ჰგონია სიტყვა “გლეხის” მნიშვნელობა დღევანდელ საქართველოში.

ჯაფარიძის თქმით, ადამიანები უნდა დასაქმდნენ ნორმალურ სამუშაო ადგილებზე, უნდა ჰქონდეთ ნორმალური შემოსავალი, რომ საკუთარი ოჯახები შეინახონ.

“მიწაზე მუშაობასა და სოფლის მეურნეობას, ეს არის ჩვეულებრივი აგრარული ბიზნესი, რომლებზეც ადამიანები არ უნდა იყვნენ დამოკიდებულები, რომ დღიდან დღემდე თავი გაიტანონ, ეს უნდა იყოს მომგებიანი ბიზნესი”, – ამბობს გირჩის ლიდერი.

ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს სჯერა, რომ “ძლიერი სოფელი გამოკვებავს ქალაქს”, ხოლო, მეორე ნაწილისთვის, რეგიონებში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანების წინასაარჩევნოდ დაპირებებით მოტყუება, მარტივია.

on.ge


ნანახია: 929-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 250 000 უმუშევარი ადამიანია.
ქვეყნის პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით გაკეთებულ
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სტატისტიკური მაჩვენებელი, რომლის თანახმადაც უმუშევრობის დონე
აღნიშნული განცხადება 'ევროპული საქართველოს' დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საცხოვრებელ ადგილებს ტოვებენ და ქალაქში გადადიან საცხოვრებლად.
პარლამენტში იურიდიულმა კომიტეტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის ინიციატიას, რომლის მიხედვით საყოველთაო
კოტე აბაშიძემ დასს საკუთარი პროგრამა გააცნო.
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ამინდი