Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დერჩი-მაღალმთიანი სოფელი წყალტუბოში, რომელიც მუნიციპალიტეტის უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს

თარიღი : 9-07-2017, 21:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ დერჩს წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. აღნიშნული სოფელი იმით არის ცნობილი, რომ აქ წყალტუბოში ერთ-ერთი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი-მე-12 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის, უნიკალური ფრესკებით მოხატული ტაძარი დგას. შესაბამისად, მაღალმთიან სოფელში 7 ივლისი, იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. ამ დღეს წმინდანის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვას ადგილობრივებთან ერთად საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიების ეპარქიების სასულიერო პირები და სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მრევლი ესწრება.

"დერჩის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი ერთ-ერთი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ტაძრის მოხატულობა XVII საუკუნისაა. დრომ ამ ულამაზეს ფრესკებს თავისი კვალი დაატყო და ძლიერ დააზიანა, ამიტომ სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წელს სამივე გარშემოსასვლელის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები შეასრულა. 2015 წელს კი სამუშაოები ჩაუტარდა საკურთხევლისა და დასავლეთი კედლის მოხატულობას, ჩემთვის უმნიშველოვანესია ის ფაქტი, რომ დღეს ამ ტაძარში დავესწარი წირვა-ლოცვას,"- განაცხადა წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა. - დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე სოფლის მოსახლეობას მიულოცეს.


ნანახია: 2085-ჯერ

მსგავსი სიახლეები
13:00 საათზე კანდიდატი წყალტუბოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ჩუნეშის სტეფანე პირველმოწამეს ტაძარში წირვა-ლოცვას
ტაძრის გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტაძარი
მურღულიამ და დვალმა აღნიშნულ ტაძარს ღვთისმშობლის სახელობის ხატი შესწირეს.
"მე- 20 საუკუნეში ტაძარი ჯერ დაკეტეს, შემდეგ გადახადეს სახურავი და სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს. 1997 წლიდან ტაძარში
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება.
სოფელ ხომულში გზის მოწესრიგება იწყება.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი