Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ოცნებამ' ქუთაისის მერობის კანდიდატი შეარჩია?

თარიღი : 3-07-2017, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
"ქართულ ოცნებას" ქუთაისის მერობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს. განცხადებას ამის შესახებ "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე აკეთებს. ქობულაძე ირწმუნება, რომ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაცია სანდო წყაროსგან აქვს.

"ვიცი, რომ ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია იქნება ქუთაისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან". ვერ გეტყვით ინფორმაცია ვისგან მაქვს, თუმცა სანდო წყაროა. მალე მოხდება კანდიდატის წარდგენაც. "ოცნების" მხრიდან ქუთაისის მერობის კანდიდატად დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგაძე განიხილებოდა, იყო საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეზე, თუმცა ჯანელიძემ თავად თქვა უარი. ვიცი, რომ საკითხი გადაწყვეტილია და არაფერი შეიცვლება," - ირწმუნება სულხან ქობულაძე.

ნამდვილად იქნება თუ არა ქუთაისის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიის მხრიდან, აღნიშნულ თემაზე ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge გიორგი ჭიღვარიას დაუკავშირდა.

"რაც შეეხება საკითხს თუ ვინ იქნება მმართველი პარტიიდან მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ ერთ თვეში გახდება ცნობილი როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის,"-აცხადებს პარტია ,,ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია.

ქუთაისის მოქმედი მერი შოთა მურღულია აცხადებს, რომ ის გუნდური მოთამაშეა და იმ პოზიციაზე იქნება, რომელსაც მისი გუნდი ჩათვლის საჭიროდ.

"ვინ იქნება მომავალი მერი, ამას გადაწყვეტს გუნდი. მე მინისტრის მოადგილე ვიყავი და ძალიანაც წარმატებული, მაგრამ ცხელ წერტილში გამომიშვეს და ქუთაისში პირველ რიგში, შევქმენი პოლიტიკური სტაბილურობა და მერე სხვა რამეები. მე რომელ პოზიციაზეც ვიქნები საჭირო, იმ პოზიციაზე ვემსახურები სახელმწიფოს,"- აცხადებს მურღულია.


ნანახია: 3098-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა მერობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამა.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით
ხარაგაულის მერობის კანდიდატი 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან' ნიკოლოზ თოფურიძე იქნება.
მერობის კანდიდატი საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად ოჯახთან ერთად მივიდა.
მურღულია მისი მერობის ოთხწლიანი პეროდის შეფასებისას ყველაზე დიდ მიღწევად პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას ასახელებს.
ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი პრაიმერში შესაძლოა ბრალდებულ თემურ ცამციშვილთან ერთად ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი
თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ამინდი