Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბუნებრივი საოცრება-'ქვის სვეტები' ბაღდათში

topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე ბუნებრივი საოცრების შესახებ გიამბობთ.

ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების პოპულარიზაცია გრძელდება. მოგზაურების განსაკუთრებულ ინტერესს ბუნებრივი საოცრება - ქვის სვეტები ,,ქვასაყდარა’’ იწვევს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუბალპურ და ალპურ ზონაში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე არაერთი ვულკანური წარმოშობის ქვასვეტია აღმართული, რომლებიც დენუდაციური შთენილების სახით არის შემორჩენილი. ქვასვეტები ბუნებრივი კლიმატური პირობებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნა და საინტერესო ბუნებივი ქვასვეტების ფორმა მიიღო.

კურორტ საირმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წაბლარას აუზში, ზღვის დონიდან 2205 მეტრ სიმალეზე, ადგილ ,,წითელმინდორის” ზედა ნაწილში მდებარეობს რამდენიმე ქვის სვეტი, რომლებსაც ადგილობრივები ,,ქვასაყდარას” უწოდებენ. ეს ტურისტული ობიექტი მდებარეობს ბაღდათი-საირმე-აბასთუმანი-ახალციხის საავტომობილო გზის შუა მონაკვეთზე. ამ ადგილიდან საინტერესო პანორამული ხედები იშლება როგორც მესხეთის ქედის მიმართულებით, აგრეთვე მდინარე წაბლარასწყლის ხეობაზედ. ხელსაყრელია ტურისტული ობიექტების მოსაწყობად. მანძილი თბილისიდან 265 კმ. ბაღდათიდან 40 კმ. ქუთაისიდან 70 კ.

კემპინგი ,,ქვასაყდარა“ 2015 წელს ,,აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, იგი სახელმწიფომ 10 000 ლარით დააფინანსა. ქვასაყდარიდან 1 კმ-ის მოშორებით დიდმაღალას მთაა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა აღმართეს რკინის ჯვარი, ეს გახლავთ საირმე-აბასთუმნისა და ზეკრის ხეობის გზაგასაყარი. აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ქუთაისი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის აღდგენის შესახებ, რაც ყველაფერთან ერთად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ ,,ძაბრი“ სადაც იმერეთის ტერიტორიიდან გადამფრენი ფრინველების მიგრაცია ხდება სამცხე-ჯავახეთის გავლით თბილი ქვეყნებისაკენ, განსაკუთერებით აგვისტო-სექტემბერში. ასე რომ ბერდვოჩერებისათვის (ორნეტოლოგები) არის იდეალური ადგილი, რადგანაც ძირითადად მიგრირებენ სხვადასხვა მტაცებელი ფრინველები, რომელიც ყველაზე მეტ ინტერესის სფეროს წარმოადგენენ. აქვე იმართება სხვადასხვა ზეიმი.

მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ქვასახდარასთან ფერმერის დღე აღინიშნება, აგრეთვე დამეგობრებული მუნიციპალიტეტები: ბაღდათის და ადიგენის შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიებებს ატარებენ. ასევე, აწყობენ ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენას, დოღს და სხვა სანახაობრივ აქტივობებს. აღნიშნული ღონისძიება გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან იღებს სათავეს. გარკვეული პერიოდი აღარ აღინიშნებოდა. ტრადიცია 2015 წელს აღდგა, როდესაც ბაღდათსა და ადიგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.

მსგავსი ბუნებრივი წარმონაქმნი მდებარეობს რუმინეთში ბუჩეჯის სფინქსი (რუმ. Sfinxul din Bucegi) — გეოლოგიური ფორმაცია, რუმინეთში, ბუჩეჯის მასივზე. მდებარეობსზღვის დონიდან 2216 მ სიმაღლეზე. ფორმით წააგავს ეგვიპტის სფინქსს, საიდანაც მოდის სახელწოდება. შექმნილია ქარისმიერი ეროზიით, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოქმნასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მოსაზრებაც. მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. „ბუჩეჯის სფინქსი“ კლასიფიცირდება როგორც უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნი. ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქი ბუშტენი. ქვასაყდარაც იმედია მალე გახდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცნობილი ტურისტული ობიექტი.


ნანახია: 4606-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამუშაოების ფარგლებში, ქვასაყდარაზე დამონტაჟდა და მოეწყო ორი საპიკნიკე ადგილი, თითოეული გათვლილია 16-20 ტურისტზე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საინტერესო კუთხეს წარმოადგენს იმერეთში, გეოგრაფიული მდებარეობით, ტურიზმის განვითარების კუთხითა და
ქვასაყდარიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ადგილი, სადაც გადმოცემის თანახმად, პირველ საუკუნეში ანდრია
ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ 'ძაბრი', სადაც იმერეთის
ქვასაყდარიდან 1 კმ მოშორებით დიდმაღალას მთაა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი