Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნარიონალის ტბები-სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი

თარიღი : 17-06-2017, 00:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ნარიონალის ტბების შესახებ გიამბობთ.


მდებარეობა: სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის დასავლეთით, 15 მეტრი ზ.დ. კოორდინატები: ჩ.გ 42.06’25’’; ა.გ 42.13’03’’ მისასვლელი გზა: სამტრედია-მახინჯაურის სარკინ-იგზო ხაზთის ჩრდილოეთით, ახლოს გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. მანძილი თბილისიდან 275 კმ. სამტრედიდან 15 კმ, ქუთაისიდან 50 კმ. წამოადგენს ყველაზე დიდ ნამდინარევ ტბას (ნარიონალი) საქართველოში.

ნარიონალის ტბები არის მდინარე რიონისაგან გამოყოფილია მისი ძველი ნამდინარევი კალაპოტის მონაკვეთი. ასეთი ტბები ხშირად წარმოიქმნება მდინარის კალაპოტის შეცვლის შედეგად (მეანდრის ყელის გარღვევა, ტოტების გადაკეტვა და ა. შ.). ნამდინარევი, ჩვეულებრივ, წარმოადგენს მცენარეულობით დაფარულ ჭალის ტბას, რომელიც წყალდიდობის დროს ივსება და ზოგჯერ უერთდება კიდეც მდინარეს. ტბის მიმდებარე კალაპოტი მეტწილად დაკლაკნილი და დატოტვილია, უმთავრესად ლამით, ქვიშითა და ხრეშითაა მოფენილი. ტბაში ბინადრობს: კობრი, კაპარჭინა, ფარგა, წერი (ქარიყლაპია), ტარანი. აქტიური თევზჭერა იწყება აპრილში და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაუდინარია, მტკნარი. ნაწილი ნარიონალი ტბის დღეისათვის ტბორად არის გადაკეთებული. იყენებენ თევზის მოსაშენებლად. მეანდრი ეს არის მდინარის კლაკნილი, რომლის სიმრუდის რადიუსი დამოკიდებულია მდინარის წყლიანობასა და სიჩქარეზე. მეანდრი გეოლოგიურად მდინარის კალაპოტის დეფორმაციაა, რომელიც უმეტესად ვითარდება ვაკის მდინარეების ქვემო დინებებში, იქ სადაც განვითარებულია ნელი დინება. ხოლო სახელწოდება წარმოდგება სიატყვა მეანდრისაგან (ბერძნ. თურქეთის მეტად დაკლაკნილი მდინარის დიდი მენდერესის ძველი სახელწოდება).

ნამდინარევი, სადაც მეტწილად გუბეები, ტბები ან ჭაობები გვხვდება, აგებულია წვრილმარცვლოვანი ქვიშებით, შლამით, თიხებით, მდიდარია მცენარეულობით – ორგანული ნაშთებით, ზოგჯერ ტორფებით. მარცვლოვანი ჭალა წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ჭალაში წყალი იჭრება თანდათანობით და არის მშვიდ მდგომარეობაში, ატივნარებული მასალა ილექება თანდათანობით და წარმოიქმნება ფენა, რომელიც მშრალ პირობებში იფარება ბზარებით, აქ გვაქვს ნაყოფიერი ნიადაგი მარცვლოვანი სტრუქტურით, რომელიც მდიდარია ჰუმუსით და დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობისათვის. მდინარესთან ახლოს ილექება ქვიშის ფენები, წყლის ნაკადის მოძრაობის სიჩქარე მდინარის კალაპოტიდან ხეობისაკენ თანდათანობით მცირდება. იქ, სადაც სიჩქარე ნაკლებია, ილექება წვრილი ნაწილაკები – თიხამიწები, სადაც სიჩქარე დიდია – უფრო მსხვილი მექანიკური ნაწილაკები. აქ წარმოიქმნება ალუვიური ქვიშიანი ნიადაგები.

ნარიონალის ტბები მდინარე რიონის მარცხენა მხარეს მრავლად იყო წარმოდგენილი XX საუკუნის 50-იან წლებში, ეს ტბები მდებარეობდნენ სოფელ ვაზისუბნის დასავლეთით, მათ ქონდათ სხვადასხვა სახელები: ადგილი ეკლები, საჩხულია, სკურიეთი. მიმდებარე ტერიორიებზე მოხდა არხების გაყვანა და ასეთი ტბების დაშრობა დაფიქსირდა. ზოგიერთ ნარიონალ ტბებზე წყლის მცენარეულობა არის აღმოცენებული, ზოგიერთი ნარიონალი კი სასოფლო სამეურნეო სავარგულებს უჭირავს.
ნარიონალის ტბების მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს იმერეთის რეგიონში ზღვის დონიდან ყველაზე დაბალ ადგილს, რომლის სიმაღლე შეადგენს 15 მეტრს.


ნანახია: 2201-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
რუბრიკა 'ჩემი იმერეთი' ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტის შესახებ გიამბობთ.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს იმერეთის რეგიონის საინტერესო ადგილების შესახებ მასალების გამოქვეყნებას.
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი