Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დაიჭირეთ გველები და მურღულიას მიუყვანეთო,'- ქუთაისში მოსახლეობა ქვეწარმავლების სიმრავლეს უჩივის

თარიღი : 9-06-2017, 14:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბუხაიძის გამზირზე მაცხოვრებლები ტერიტორიაზე ქვეწარმავლების სიმრავლეზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივები განმარტავენ, რომ ქვეწარმავლებს ავტოფარეხებთან და სადარბაზოებში პოულობენ.

„როგორც კი ტემპერატურამ მოიმატა, გველებიც გამოვიდნენ. სადარბაზოში ვნახეთ. ბავშვი მიყავდა დედას და რომ დაინახა გველი, კივილით აიღო ყველაფერი. ერთ-ერთ მეზობელთან მეორე სართულზე ადიოდა და ფანჯრის მიკეტვა მიასწრო. ჩვენმა მაჟორიტარმა დაიჭირეთ გველები და მურღულიას მიუყვანეთო. ეგ რომ გავაკეთოთ, იქეთ დაგვიჭერენ,“ - ამბობს ცისანა ჯანელიძე.

მოსახლეობა ქვეწარმავლების მომრავლების მიზეზად მდინარე ოღასკურას დაბინძურებას ასახელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარე დაბინძურებულია, რაც ქვეწარმავლებს არსებობისთვის შესაბამის პირობებს უქმნის.

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „სპეციალურ სერვისებში“ აცხადებენ, რომ მდინარე ოღასკურას გაწმენდა ძვირადღირებულ სიამოვნებას წარმოადგენს. კომპანიის დირექტორი გელა გაგუა განმარტავს, რომ მდინარის იმ ნაწილში, რომელიც გაწმენდას საჭიროებს, ტექნიკა ვერ მიდის. რაც შეეხება ქვეწარმავლების სიმრავლეს, გაგუა ამბობს, რომ მოსახლეობამ კომპანიის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს, რის შემდეგაც ადგილზე ბრიგადა მივა და ტერიტორიის შეწამლვას მოახდენს.

„გასულ წელს 120 გამოძახება იყო. ტერიტორიის მატებასთან ერთად, ქვეწარმავლებმა გამოსვლა დაიწყეს. ჩვენ ქვეწარმავლების წინააღმდეგ შესაბამის სამუშაოებს მაისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე ვაწარმოებთ. მოსახლეობას შეუძლია მოგვმართოს და ბრიგადა ერთი საათის განმავლობაში ადგილზე მივა,“ - ამბობს გელა გაგუა.


ნანახია: 2365-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მდინარე ოღასკურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ 'სპეციალური
ქუთაისში, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
ადგილობრივები ქვეწარმავლებთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვენ.
გამარჯვების მაჟორიტარის და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას თქმით, ქვეწარმავლების გამოჩენა მდინარე
ბუხაიძის გამზირზე მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაუწმენდაობის გამო, უხვი ნალექის დროს, მდინარე მოსახლეობას აზარალებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი