Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ამხელა სოფელში გზა და გაზი როგორ არ უნდა იყოს,'- სოფელ მესხეთში 'ქართულ ოცნებას' დანაპირებს ახსენებენ

თარიღი : 31-05-2017, 13:22 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს. სოფელში აცხადებენ, რომ დაპირებულ გზასა და ბუნებრივ აირს წლებია ელოდებიან.

"400 ოჯახამდე ვცხოვრობთ ამ სოფელში. მხოლოდ გვატყუებენ და ეგაა. მთის სოფლებს აქვთ გაზი და ჩენთან, ქუთაისიდან სამი კილომეტრით დაშორებულ სოფელში რა გახდა გაზის შემოყვანა? მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით და ისიც იმისთვის, რომ მოგვატყუონ და ჩვენი ხმები წაიღონ," - ამბობს სოფელ ზედა მესხეთის მკვიდრი ზაურ შალამბერიძე.

"არჩევნებზე მოვლენ შვილო, დაგვპირდებიან, ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთო. ჩაივლის არჩევნები და მერე ვავიწყდებით. ამხელა სოფელში გზა და გაზი როგორ არ უნდა იყოს," - ამბობს სოფელ მესხეთში მცხოვრები მანანა ჯავახიშვილი.

სოფელი ზედა მესხეთი ქვიტირის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. აღნიშნულ სოფელში წყალტუბოს გამგებლის წარმომადგენელი თეიმურაზ ჭეიშვილი ამბობს, რომ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები შემოდგომიდან დაიწყება. გზის მოწყობა კი გამგებლის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოებზეა დამოკიდებული. გამგებელი ირწმუნება, რომ მოსახლეობას პერიოდულად ხვდება და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მათ ინფორმაციას აწვდის.


ნანახია: 1917-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზედა მესხეთელები ჩივიან, რომ შეშის ფასმა მოიმატა და მის შეძენას ვეღარ ახერხებენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ წყალს ან ყიდულობენ ან კიდევ იმ მილიდან იღებენ, რომელიც სოფელთან ახლოს გადის.
მათივე თქმით, ბუნებრივი აირი ახალ წლამდე უნდა ჰქონოდათ, თუმცა კომპანიამ სიტყვა არ შეასრულა.
მეზობელ სოფლებს შორის, საყულია ერთადერთი სოფელია, რომელსაც ბუნებრივი აირი არ აქვს.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორას მოსახლეობა გზას ითხოვს.
ხარაგაულში გაზიფიცირებისთვის საჭირო ფოლადისა და პოლიეთილენის მილები უკვე შეიტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი