Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დახმარების ნაცვლად მოვიდნენ და დაგვცინეს, ნავები ხომ არ გინდათო,'- სოფელ ხომულის მოსახლეობის ნაწილს დატბორვა ემუქრება

თარიღი : 17-05-2017, 13:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში, სოფლის ერთ ნაწილს საშიში დასახლების სახელი აქვს. აღნიშნული ნაწილი გეოლოგების მიერ საფრთხის შემცველ ზონად არის გამოცხადებული. მოსახლეობა ამბობს, რომ მცირე წვიმა მატი საცხოვრებლების წყლით დაფარვისთვის საკმარისია. ადგილობრივები იხსენებენ, რომ გასულ წელს წყალდიდობის შედეგად შინაური პირუტყვი და ფრინველი დაეხოცათ.

„ყურადღებას არავინ გვაქცევს. წყალდიდობის დროს მოვიდნენ ხელისუფლებიდან და დაგვცინეს, ნავები ხომ არ გინდათო. ნავები არ გვინდა, მოგვხედონ. გვითხრეს, მანდ რატომ დასახლდითო. სხვა ადგილი არ მოგვცეს და სად წავსულიყავით?,“ - ამბობს სოფელ ხომულის მკვიდრი მარინა გედენიძე.

სოფელ ხომულში, იური გედენიძის ოჯახში სული ცხოვრობს. გედენიძის სახლის ქვეშ წყალი გადის, რის გამოც სახლის კედლები დაბზარულია. იური გედენიძე ამბობს, რომ ამგვარ პირობებში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დახმარების თხოვნით წყალტუბოს გამგეობას ბევრი განცხადებით მიმართა, თუმცა ამბობს, რომ რეაგირება არც ერთ განცხადებას არ მოყოლია.

„ოჯახში პატარები გვყავს. ღამე დაძინების გვეშინია. დამპირდნენ დახმარებას, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ვიმუშავე, დაგეხმარებითო, მაგრამ დღემდე არაფერი გაუკეთებიათ,“ - ამბობს იური გედენიძე.

წყალტუბოს გამგეობაში სოფელ ხომულის მოსახლეობის პრობლემასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი თანხები არ აქვს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ფინანსურ დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებიდან ელოდებიან.


ნანახია: 1557-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ხომულის ტერიტორიაზე მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ თავიანთი თვალით უნახავთ მღვიმეში ჩასული და განკურნებული ადამიანები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მაცხოვრებლები მუნიციპალიტეტის გამგებელს ერთკვირიან ვადას აძლევენ, შემდეგ კი მასობრივი
მოსახლეობა ამბობს, რომ წყალს ან ყიდულობენ ან კიდევ იმ მილიდან იღებენ, რომელიც სოფელთან ახლოს გადის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი