Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უნიკალური ბუნებრივი ქმნილება კლდეკარას სვეტი ხარაგაულში

თარიღი : 12-05-2017, 16:16 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად კლდეკარას უნიკალური სვეტის შესახებ გიამბობთ.

კლდეკარას სვეტი მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში. 2360 მეტრი ზ.დ. კოორდინატები: ჩ.გ 41053’19’’; ა.გ 43007’35’’. მისასვლელი გზა: ადგილ ,,ქვაზვინებიდან“ მიემართება საფეხმავლო ბილიკი, საავტომო¬ბილო გრუნტის გზიდან, მანძილი _ 4 კმ. მანძილი თბილისიდან _ 215 კმ., ხარაგაულიდან _ 45 კმ., ქუთაისიდან _ 85 კმ. ღირსშესანიშნაობა: ქვის სვეტები ალპურ მდელოებში.
http://www.picz.ge/img/s1/1705/12/f/fe3d85fb6efb.jpg
რელიეფის უცნაური არაორგანული ბუნებრივი ძეგლები აღმართულია მესხეთის ქედის განშტოებაზე ზღვის დონიდან 2360-2400 მეტრ სიმაღლეზე. მესხეთის ქედის მაღალმთიანი თხემის რელიეფის იერ-სახის შექმნაში გარკვეული წვლილი მიუძღვის მეოთხეულ გამყინვარებას, რომლის დამადასტურებელი მორფოლოგიური ნიშნები დეფორმირებული კარების, ცირკების, რიგელებისა და ტროგის ნაწილების სახით. მეოთხეულის მაქსიმალური გამყინვარების პერიოდში აჭარა-იმერეთის ქედზე როცა თოვლის ხაზი ლ.მარუაშვილის (1938) მონაცემებით 2000-2100 მეტრის სიმაღლეზე გადიოდა, მეღრუკ-რკინისჯვრის შტო-ქედების თხემები, მესხეთის ქედის მთავარი წყალგამყოფის თხემთან ერთად დაფარული იქნებოდა მყინვარებით. ეს ადგილები აგებულია ძლიერ დანაოჭებული და ზედაპირზე ეროზიით ინტენსიურად დანაწევრებული შუა ეოცენური ანდეზიტებით, ტუფბრექჩიებით, ტუფებით და ნაწილობრივ თიხიანი ქვიშაქვებითა და ფიქლებით. ტექტონიკურად ქვეზონა არის რღვევებითა და დიზუნქტიური-დისლოკაციებით გართულებული.

კლდეკარას უნიკალურ კლდის სვეტისჩრდილოეთით 1,5 კმ-ის მოშოებით მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განტოტება-რკინისჯვარზე, მდინარე საკრაულის (ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი) ზემოთში მდებარეობს რკინისჯვარის მთა, რომლის სიმაღლე 2439 მ. აგებულია პალეოგენური ანდეზიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. კალთები ციცაბოა, შემოსილია სუბალპური ბალახმცენარეულობით. კლდეკარას სვეტის მიდამოებიდან გამოედინება მდინარე ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი საკრაულა (საკრეულა).

კლდეკარას სვეტთან ახლოს გადის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საფეხმავლო და საცხენოსნო, რთული მარშრუტი #2 ანდრია პირველწოდებულის ბილიკი, მთავარი ღირსშესანიშნაობები: ნიამორების ვოლიერი,შერეული ტყეები, ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი - სამეცხვარიო, მთა რკინის ჯვარი, კოლხური სუბ-ტროპიკული ტყე ბილიკი იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან (1000 მ. ზღვის დონიდან), ამარათის ტურისტთა, სამეცხვარიოს მცველთა და სახვლარის ტურისტთა თავშესაფრის გავლით სრულდება მარელისის მცველთა თავშესაფართან. (ან პირიქით). ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან აწყურის მცველთა საგუშაგო 27 კმ-ში მდებარეობს.

ტუყრისტული მარშრუტის ბილიკის სიგრძე არის 54 კმ. აქ ერთმანეთს ენაცვლება წიწვოვანი ტყეები, ალპური, სუბალპური მდელოები და კოლხური ფართოფოთლოვანი ტყეები. ბილიკის პირველი მონაკვეთი მდინარის ხეობას მიუყვება და შემდეგ ვიწრო ბილიკით ადის მთების ფერდობებზე. დასაწყისიდან 3 საათი ლაშქრობის შემდეგ პირველი პანორამული ხედები გელით, დღის მეორე ნახევარი მთის ფერდობებს მიუყვება რომლებიდანაც შესანიშნავი მცირე კავკასიონის პანორამული ხედები იშლება. ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის შემდეგ (1900 მ. ზღვის დონიდან) მეორე დღის ლაშქრობა სუბალპურ და ალპურ მდელოებს მიუყვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი სამეცხვარიოსაკენ (2642 მ.), სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარში ღამისთევის შემდეგბილიკი ეშვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალიდან დაბლა, 19 კმ. მანძილის დაფარვის შემდეგ გზად თქვენ გაივლით მთა რკინის ჯვართან, რომელზეც ლეგენდის თანახმად ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში რკინის ჯვარი აღმართა. მესამე დღის ლაშქრობა სრულდება სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში (1025 მ. ზღვის დონიდან), მეოთხე დღეს მარშრუტი მიუყვება მდინარის ხეობას და ყველაზე მარტივია. შესაძლებელია ერთი ღამისთევის დამატება ქვაზვინევის რეინჯერთა თავშესაფარში./ ან კარვებში.

#2 ანდრია პირველწოდებულის ბილიკი სრულდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან. მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16 კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში
დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი, 9 კმ. საშუალოდ 4-5 საათი. ღამისთევა კარავში ან მცველთა თავშესაფარში (სადაც სამი საწოლია)
დღე 3: სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი. 19 კმ. საშუალოდ 7 საათი. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში.
დღე 4: სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი. 10 კმ. საშუალოდ 4-5 საათი.


ნანახია: 2406-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემობრძანებულმა ანდრიამ ხარაგაულში ერთ-ერთ მთაზე აღმართა რკინის ჯვარი, რის გამოც მთას
აღნიშნული მთა მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების- ქერშავეთისა (ხანისწყლის შენაკადი) და ბარათხევის (ოცხის შენაკადი)
ქვასაყდარიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ადგილი, სადაც გადმოცემის თანახმად, პირველ საუკუნეში ანდრია
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.

ამინდი