Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„სასწრაფოს რომ გამოვიძახებთ, ექიმი პაციენტამდე ხელით მიგვყავს და ვეუბნებით: აგერ ბატონო ნემსი და გაუკეთეთ-თქო“

თარიღი : 3-05-2017, 16:33 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორას მოსახლეობა გზას ითხოვს.

სოფლის ერთ-ერთ-ღვიტიძეების უბანში უგზოობა მოსახლეობას წლებია აწუხებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წვიმაში ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებენ, ხოლო ავადმყოფის დასახმარებლად გამოძახებული სასწრაფო დახმარება უგზოობის გამო პაციენტთან მისვლაზე უარს ამბობს.

„წლებია ამგვარ დღეში ვართ. არჩევნებზე მოვლენ, დაგვპირდებიან, გაგიკეთებთო, შემდეგ მიდიან და არავის ვახსოვართ. ბავშვები ტალახში ისვრებიან და სკოლაში ვერ მიდიან. ერთხელ დაყარეს ორი მანქანა ხრეში და თქვეს, მეტი არ გეკუთვნითო. სასწრაფოს რომ ვიძახებთ, ექიმი ხელით მიგვყავს პაციენტთან და ვეუბნებით, აგერ ნემსი და გაუკეთეთ-თქო. გამგებელს ხომ საერთოდ არ ვიცნოთ ვინ არის. არ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემით,“ - აცხადებს სოფელ შუა გორას მკვიდრი შმაგი გოგოტიშვილი.

სოფელ შუა გორას გამგებელი ბადრი ადეიშვილი მოსახლეობის პრობლემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სოფელში გზის მოწესრიგების მიზნით სამუშაოები ორ კვირაში დაიწყება.


ნანახია: 2954-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს. სოფელში აცხადებენ, რომ დაპირებულ
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მოსახლეობის ნაწილი წლებია წყლისა და გზის გარეშე ცხოვრობს.
„სოფლის ორღობეში არ იქნება ისეთი მდგომარეობა, აქ რომ არის“
სოფელ გორას მაცხოვრებელი აცხადებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამართალდამცველები მათ ოჯახებში დადიან და რამდენიმე დღის წინ,
ქუთაისში, გორას დასახლებაში, ძმელაძის ქუჩა ორ კვირაზე მეტია გადათხრილ მდგომარეობაშია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი