Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უკბილობის პრობლემის გადაწყვეტის გზა სტომატოლოგიური კლინიკა 'კარდინალ დენტისგან'

თარიღი : 29-04-2017, 19:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
სტომატოლოგიური კლინიკა "კარდინალ დენტი", რომელიც ქუთაისში 10 წელია ფუნქციონირებს, საზოგადოებას უკბილობის პრობლემის თანამედროვე მეთოდებით მოგვარებას სთავაზობს.

კლინიკის მთავარი ექიმი ბესიკ კაცაძე ამბობს, რომ კლინიკა ქუთაისში იმპლანტოლოგიის დამკვიდრებასა და უკბილობის პრობლემის მქონე პირებისათვის პრობლემის მოსაგვარებლად სრული პაკეტის უახლოეს ექვს თვეში შეთავაზებას გეგმავს.

"მარტივად რომ ვთქვათ მოსახსნელი პროტეზი აღარ დასჭირდება ადამიანს. მეთოდით, რომლის დამკვიდრებაზეც კლინიკა მუშაობს, უკბილო ყბაზე იმპლანტების საშუალებით ხელოვნური ფესვის გაკეთება და კბილების დამაგრება იქნება შესაძლებელი. ამისათვის კლინიკამ იტალიელი სპეციალისტი მაურო მარაგნო მოიწვია. იტალიელი სპეციალისტი კლინიკის ექიმებს ადგილზე უტარებს მასტერკლასებს, შემდეგ ეტაპზე ჩვენი ექიმების იტალიაში გადამზადება იგეგმება და უკვე ამის შემდეგ, დაახლოებით ექვს თვეში ვაპირებთ საზოგადოებას იმპლანტებით მუშაობა შევთავაზოთ. იმპლანტი ლითონის ხელოვნურ ფესვს წარმოადგენს, რომელზეც თავსდება გვირგვინი ანუ კბილი. რაც ყველაზე მთავარია, ამ დროს მეზობელი კბილები არ ზიანდება. არსებობის 10 წლის მანძილზე კლინიკა პაციენტებს სტომატოლოგიაში ყველა სერვისს სთავაზობს, თუმცა სურვილი გვაქვს, ჩვენი პაციენტების საჭიროებები კიდევ უფრო მეტად დავაკმაყოფილოთ," - ამბობს ბესიკ კაცაძე.
http://www.picz.ge/img/s1/1704/29/a/ae2ff481e4f8.jpg
სტომატოლოგიური კლინიკა "კარდინალ დენტი" ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. "პიონერთა პარკის" წინ მდებარეობს. კლინიკა პაციენტებს თანამედროვე სტომატოლოგიურ აპარატურას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ რენტგენის ციფრულ აპარატს, ახალგაზრდა, მოსკოვისა და თბილისის წამყვან სტომატოლოგიურ ინსტიტუტებსა და კლინიკებში კალიფიკაცია გავლილ მედპერსონალს, სასიამოვნო გარემოსა და 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს.

ასევე, სტომატოლოგიურ კლინიკა "კარდინალ დენტში" მოქმედებს განვადება და შეღავათები სოცილურად დაუცველ პირებზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაურეკოთ კლინიკას შემდეგ ტელეფონზე: 0431 27 08 26.


ნანახია: 2781-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უახლესი და თანამედროვე ტექნოლოგიები, პროფესიონალი ექიმები, შეღავათები პაციენტებისთვის,- ეს ის პირობებია, რასაც კლინიკა 'გგ'
უახლესი აპარატურითა და კვალიფიციური თანამშრომლებით დაკოპლექტებული კლინიკა 'შალინ'-ი მომხმარებლებს ყველა სახის ესთეტიკურ და
კლინიკა მუდმივად სთავაზობს მოსახლეობას სიახლეებს და ფასდაკლებებს.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და სტომატოლოგიური კლინიკა 'დენტალუქსი' გთავაზობთ ერთობლივ
კლინიკაში პაციენტთა მკურნალობისთვის გამოიყენება ვექტორის და ლაზერის აპარატები, 3D რენტგენოდიაგნოსტიკა. ადგილზე მზადდება
კლინიკა 'ბომონდი' ახალბედა მშობლებს დახმარებას სთავაზობს.
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი