Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავეჯის სახლი 'ნიტა'-ავეჯის ფართო არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასები

თარიღი : 22-04-2017, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
თანამედროვე, მოდური დიზაინით შექმნილი ავეჯი და აქსესუარები-ქუთაისთან ახლოს, ქვიტირის გზაზე ავეჯის სახლი "ნიტა" გაიხსნა. ავეჯის სახლის გასახსნელად ინვესტიცია მეწარმე კახაბერ ლევიძემ გაიღო. ლევიძე, რომელიც აღნიშნულ ბიზნესში 25 წელზე მეტია საქმიანობს, ამბობს, რომ სურვილი ჰქონდა მომხმარებლებისთვის ერთ სივრცეში ავეჯის ფართო არჩევანი შეეთავაზებინა და დამატებითი სამუშაო ადგილები შეექმნა.
http://www.picz.ge/img/s3/1704/22/6/6eab06219bdd.jpg

"20 წლის ასაკიდან ამ სფეროში ვარ და ბუნებრივია წლების საქმიანობამ გამაცნო მომხმარებელთა ინტერესები და გემოვნება. როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენ, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ინვესტიციით გამეხსნა ავეჯის სახლი, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეეძლება კომფორტულ გარემოში, კვალიფიციური ადამიანების კონსულტაციის საფუძველზე შეარჩიოს სახლისთვის თუ ოფისისთვის საჭირო და სასურველი ავეჯი. ავეჯის სახლის გასახსნელად ტერიტორიაც შესაბამისი შევარჩიეთ. სახლი ცენტრალურ გზაზეა და მომხმარებლებს მასთან ადვილად მისვლასთან ერთად, არც პარკირების პრობლემა ექნებათ. სახლში ავეჯის კოლექცია კი მუდმივად განახლებადია," -ამბობს კახაბერ ლევიძე.
http://www.picz.ge/img/s1/1704/22/4/447964ce062c.jpg

ავეჯის სახლ "ნიტას" გახსნას მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტატინე მამისეიშვილი და გამგეობის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. გამგებლის თქმით, ის მიესალმება და მხარს უჭერს კერძო სექტორის მხრიდან განხორციელებულ მსგავს პროექტებს.
http://www.picz.ge/img/s1/1704/22/7/704a087ceaaf.jpg
ავეჯის სახლი სხვადასხვა ქვეყნიდან (ბელგია, ჩინეთი, დუბაი, თურქეთი) ჩამოტანილი ავეჯით მარაგდება, თუმცა მომხმარებლის დაკვეთით, შესაძლებელია მისთვის სასურველი ავეჯის ადგილზე დამზადება.

კახაბერ ლევიძის თქმით, ავეჯის სახლ "ნიტა"-ს მოხმარებლებისათვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ფასდაკლების აქცია, რომელსაც სახლი დაინტერესებულ პირებს პერიოდულად შესთავაზებს.

მის: ქვიტირის პირველი ქუჩა, N24; ტელ: 599 51 19 53.


ნანახია: 3414-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციაში ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მდებარე ავეჯის ფაბრიკაში დასაქმებულები მონაწილეობდნენ. ისინი იმ ყოველდღიურ ანაზღაურებას
ეს ისტორია ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ორმა ძმამ გადაწყვიტა საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ ექცია. ბევრი ფიქრის შემდეგ,
პარლამენტის აპარატმა 1 300 000 ლარიანი ტენდერი სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესაძენად მიმდინარე წლის 29 ივლისს გამოაცხადა.
კონკურსის ჟიური ფინალური შოუსთვის მონაწილეებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში (5 წლიდან 7 წლამდე; 8 წლიდან 12 წლამდე; 13 წლიდან 16
ავეჯის ცეხი დასახლებულ პუნქტთან ახლოს მდებარეობს და ძლიერი ცეცხლის გამო კორპუსებში არსებული ხისა და მეტალოპლასტმასის ფანჯრები
პაატა გაბრიჩიძის თქმით, ის 2012 წლიდან 'ქართული ოცნების' მხარდამჭერი იყო, თუმცა 'ოცნება' დატოვა, რადგან როგორც ამბობს, კოალიციამ
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი