Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"იმერეთის რეგიონი მწვანილის წარმოებისთვის იდეალური ადგილია"

თარიღი : 21-04-2017, 13:07 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში მწვანილი ტრადიციულად იწარმოება და მას მაღალი საექსპორტო პოტენციალი აქვს. მწვანილის ძირითადი მწარმოებელი რეგიონებია: იმერეთი (წყალტუბო, სამტრედია) და სამეგრელო (ზუგდიდი, სენაკი). ხელსაყრელი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე იმერეთის რეგიონი მწვანილის წარმოებისთვის იდეალური ადგილია. შემოდგომა-ზამთარი-გაზაფხულის პერიოდში მწვანილის წარმოება სათბურებში გათბობის გარეშეა შესაძლებელი, რაც საწარმოო ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მწარმოებლების უმეტეს ნაწილს არ გააჩნია Global Gap- ის სერტიფიკატი, რაც ევროპის ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობებს აბრკოლებს.

წარმოების საშუალებების მიწოდება(სათათბურე კონსტრუქციები, სარწყავი სისტემები, მცენარეთა დაცვის საშუალებები) პროდუქციის შენახვისთვის მომსახურების მიწოდება, რომელიც აღჭურვილია კლიმატკონტროლირებადი სისტემებით, პირველადი პროდუქციისთვის შესაფუთი მასალების წარმოება, ეს იმ საინვესტიციო შესაძლებლობების არასრული ჩამონათვალია, რაც ქართულ მწვანილს გააჩნია.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს ბრიუსელში მოაწერა. ხელშეკრულებას თან ახლავს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების დოკუმენტი(DCFTA). რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ლიბერალიზაციას გულისხმობს. შესაბამისად, ქართველ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გაიტანონ.

500 მილიონი მომხმარებლით ევროკავშირი მწვანილის ერთ-ერთი დიდი მომხმარებელია. Eurostat-ის ინფორმაციით, 2009-2013 წლებში იმპორტის მოცულობა ყოველწლურად 4,3%-ით, ფასი კი 8,3% იზრდებოდა. ყველაზე დიდი მიმწოდებელი ჩინეთია, შემდეგ მოდის ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, ბრაზილია და პერუ. Eurostat-ის პროგნოზით, ევროკავშირის ბაზარზე მწვანილზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება, რაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მწარმოებლებს ევროპის ბაზარზე შესვლის კარგ შანსს აძლევს.

bfm.ge


ნანახია: 1753-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოში მოწვეულ იქნა ჰოლანდიური კომპანია, რომელმაც შეისწავლა საქართველოში მწვანილის წარმოების დარგში არსებული მდგომარეობა.
10-მდე სოფლის მოსახლეობამ მწვანილის დაბალი ფასი გააპროტესტა. სათბურების მეპატრონეების თქმით, გასულ წლებთან შედარებით, წელს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა აღმოსავლეთის ინვესტირება 2 (East Invest 2) ქართველი ღვინის მწარმოებლებსა და მსოფლიოს
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან, მხარისა და ქუთაისის ხელმძღვანელობასთან
წყალტუბოს რაიონის მოსახლეობა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება.
ადგილობრივ მწარმოებლებს ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი