Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კრისტალმა' მწვანე დაფინანსებისთვის 10 მილიონი ინვესტიცია მიიღო

თარიღი : 29-03-2017, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ს.ს. მისო “კრისტალმა” და ჰოლანდიური განვითარების ბანკმა ეფ-ემ-ომ (MFO) ხელი მოაწერეს ლარში დენომინირებულ სასესხო ხელშეკრულებას. მიღებული დაფინანსება (10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) მოხმარდება საქართველოს რეგიონებში ინოვაციური და მწვანე სასესხო პროდუქტებით მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროში.

ხელშეკრულების ხელმოწერას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო სექტორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მასმედიის წარმომადგენლები. ღონისძიების საპატიოს ტუმრები იყვნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბატონი კობა გვენეტაძე, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი იოს დაუმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი ჩერქეზიშვილი.

ქალბატონმა ანგელი კაორტიზ დე ჰაასმა, FMO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა, განაცხადა: „ჩვენთვის დიდი პატივია „კრისტალთან“ თანამშრომლობა. „კრისტალი“ უნიკალური ბიზნეს მოდელით გამოირჩევა, რომლის მეშვეობითაც კომპანია მოიცავს ათასობით ისეთ ადამიანს, რომელთაც არ ექნებოდათ საშუალება ეწარმოებინათ საკუთარი ბიზნესი და ჰქონოდათ წვდომა ფინანსურ სექტორთან, რომ არა „კრისტალი“ და „კრისტალის“ ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო „კრისტალის“ ინოვაციური მიდგომა ახალგაზრდა მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით“.

ბატონი არჩილ ბაკურაძე, „კრისტალის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე: “ჩვენ მოხარულები ვართ FMO-სთან პარტნიორობის დაწყებით. გრძელვადიანი ლარის დაფინანსება მოხმარდება მიკრო და მცირე ბიზნესების დაფინანსებასა და ფერმერების ხელშეწყობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე, ჩვენი მწვანე სასესხო პორტფელის შექმნას. ეს ხელშეკრულება „კრისტალის“ იმ ხედვისა და სტრატეგიის მიმართ მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა, რომელიც ეფუძნება პასუხისმგებლიანი, კლიენტზე ორიენტირებული და ინოვაციური მიკროსაფინანსო საქმიანობის განხორციელებას.“.

28 მარტს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, „კრისტალმა“ თავისი რამდენიმე რჩეული მომხმარებელი დააჯილდოვა, მათ შორის ბატონ ზაზა გაგუას, მეღვინეს დასავლეთ საქართველოდან, გადაეცა ბიზნეს ტურის საგზური ჰოლანდიაში.

NS


ნანახია: 1674-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'კრისტალმა' თავისი რამდენიმე რჩეული მომხმარებელი დააჯილდოვა
'კრისტალი' ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში.
მიკროდაფინანსების გარდა სს მისო 'კრისტალი' უკვე 4 წელია ახორციელებს საგანმანათლებრო პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების
მიკროდაფინანსების გარდა, სს მისო 'კრისტალი' უკვე 4 წელია ახორციელებს საგანმანათლებრო პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს
„კრისტალი“ პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელმაც ამერიკული ინვესტიცია მოიზიდა და 400-ზე მეტი თანამშრომელი დაასაქმა.
'კრისტალი' გეგმავს მომავალშიც მხარი დაუჭიროს და აქტიურად ჩაერთოს მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტებში.
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი