Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რჩევები, რომლის გათვალისწინების შემდეგაც საწვავს მკვეთრად დაზოგავთ

თარიღი : 27-03-2017, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, რჩევები   
საწვავის ფასი ყოველთვის აქტუალური თემაა, მისი გაძვირება განსაკუთრებით აწუხებთ მძღოლებს. თუმცა არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ მკვეთრად დაზოგოთ საწვავი.

1. ავტომობილი მუდამ გამართული უნდა იყოს!

როდესაც ავტომობილის აგრეგატი და ყველა კვანძი გამართულად მუშაობს, ავტომობილი მაქსიმალურად ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან, მისი მექანიზმების კონტროლი მუდმივად საჭიროა. კერძოდ:

► პერიოდულად უნდა შემოწმდეს ჰაერის და საწვავის ფილტრები. მათი დაბინძურება საწვავის ხარჯს დაახლოებით 4 %-ით ზრდის.

► ძრავისთვის მხოლოდ ის ზეთები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც მისთვისაა რეკომენდებული. ამ შემთხვევაში, საწვავის ხარჯი დაახლოებით 2 %-ით შეიძლება შეამციროთ.

► საბურავებში ოპტიმალური წნევა შეინარჩუნეთ. ამით საწვავის ხარჯის დაახლოებით 3 %-ით შემცირებას მიაღწევთ.

► დაბერეთ საბურავები წიგნში მოცემულ, რეკომენდებულ ნორმაზე 0.2-ით მეტით. ეს კიდევ უფრო ამცირებს საწვავის ხარჯს.

2. ავტომობილი ტვირთით ზედმეტად არ დაამძიმოთ

ავტომობილის წონის ზრდა პირდაპირ აისახება საწვავის ხარჯზე. რაც უფრო მსუბუქია ავტომობილი, მის აჩქარებას მით ნაკლები ენერგია და შესაბამისად, საწვავი სჭირდება.

3. მართეთ რბილად

მკვეთრი აჩქარება და მკვეთრი შენელება მაგისტრალზე ხარჯს 30 %-ით გაზრდის, ქალაქში კი - 40 %-ით. ამიტომ კარგი იქნება, თუ უხეშად მართვაზე უარს იტყვით და მშვიდ, რბილ მართვას მიეჩვევით.

4. დაიცავით დისტანცია.

დისტანციის დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ, წინასწარ გათვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აიცილოთ როგორც სწრაფი მუხრუჭი, ასევე სიჩქარის თავიდან აკრეფა და იმ მომენტში საწვავის ხარჯის შესაბამისი მატება.

5. გააკონტროლეთ სიჩქარე

საშუალო სიჩქარით გადაადგილება საწვავის დაზოგვის უებარი საშუალებაა. წონის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც საქმეში ფიზიკის კანონი ერთვება: სიჩქარის ზრდის კვალობაზე, პირდაპირპროპორციულად იზრდება შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობა.



6. ნაკლებად ისარგებლეთ კონდიციონერით

სიცხეში ძრავა უფრო ეკონომიურად მუშაობს - ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურებისთვის ნაკლები დრო ჭირდება. თანაც, თბილი ჰაერი ნაკლებ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას იწვევს. მაგრამ თუ კონდიციონერს ჩართავთ, საწვავის ხარჯი შესაძლოა 25 %-თაც კი გაიზარდოს.

7. გამორთეთ ძრავი საცობში დგომისას

საწვავის დაზოგვის მიზნით დღეს ძრავის გამორთვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ვდგავართ (მაგალითად, საცობში) და ზუსტად ვიცით, რომ მინიმუმ 2 წუთი მაინც მოგვიწევს დგომა. თუ დგომის დრო 1 წუთზე ნაკლებია, ძრავის გამორთვას ფაქტობრივად აზრი არ აქვს, რადგან თავიდან დაქოქვისას მანქანა დაზოგილზე მეტ საწვავს დახარჯავს.



9. გადართეთ დროულად და მოერიდეთ მაღალ ბრუნებს.

თუ თქვენს ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, ნუ დაგეზარებათ გადართვა და შეეცადეთ, რომ ტახომეტრის ისარი იშვიათად გადასცდეს 2000 ბრუნს. ეს ეხება როგორც მექანიკას, ისე ავტომატიკასაც: არასდროს დაიწყოთ მოძრაობა ძლიერი გაზით.

დასკვნა

ამ რჩევების გათვალისწინებით საწვავის ხარჯი მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 %-ით შემცირდება.


ნანახია: 1736-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება და ლარის კურსი თუ იმავე დონეზე დარჩა.
პოლიტიკური პლატფორმა 'ახალი საქართველო' ქუთაისის მერიის მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში გახარჯული საწვავის ხარჯებს ასაჯაროვებს.
ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა.
არასამთავრობო ორგანიზაცია 'საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო' სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების მიერ
გაფიცულების განცხადებით, იმისათვის, რომ მათ მუშაობის გაგრძელება შეძლონ, საწვავი შეღავათიან ფასებში უნდა მიაწოდონ ან კიდევ
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია' პრორუსული პროპაგანდის აღმოფხვრის მიზნით, ქუთაისში, რუსული დასახელების ქუჩებისათვის სახელების გადარქმევას და
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტთან იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივები სოფელში ჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ამინდი