Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ექსკლუზივი:'უწმინდესმა ბევრჯერ თქვა, რომ ჩემს ადგილს დავბრუნებოდი, მაგრამ მეუფე კალისტრატეს პასუხი იყო, რომ საჭირო არ ვარ,'- სასულიერო პირისა და მეუფის დაპირისპირება

topnews.com.ge
23 წელია, რაც მამა ზინობი წირვა-ლოცვას ღია ცის ქვეშ აღავლენს. 17 წელი ბაგრატის ტაძრის წინამძღოლი იყო. მას შემდეგ, რაც ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარს მონასტრის სტატუსი მიენიჭა, მიტროპოლიტის მოთხოვნით მამა ზინობმა ბაგრატის ტაძარი დატოვა. პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, რომ სასულიერო პირი ბაგრატის ტაძარში მის პოზიციას დაბრუნებოდა, კვლავ მეუფის სურვიით, მამა ზინობი ბაგრატის ტაძრის მიღმა აღმოჩნდა.

'უკანონო' წირვა-ლოცვა ქუთაისში," - საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ ამ სახეწოდებით მასალა მიმდინარე წის 24 თებერვას გამოაქვეყნა. მასალის შინაარსი ამგვარია: "ქუთაისში, ბაგრატის მონასტრის უკანა ეზოში მდებარე ძველ ეკლესიაში, რომელიც დღემდე ყველას დაკეტილი ჰგონია, წირვა-ლოცვა აღევლინება. ტაძარში მსახურებას მამა ზინობი ეწევა. როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე აცხადებს, წირვა-ლოცვა უკანონოა, რადგან „მას შემდეგ, რაც ბაგრატის ტაძარს მონასტრის სტატუსი მიენიჭა და იქ ბერების კელიები აშენდა, საერო მოძღვრებს იქ წირვის ჩატარების უფლება ჩამოერთვათ. ერთ-ერთი იყო მამა ზინობი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქმა კურთხევა მისცა, რომ გორაზე მდებარე წმინდა გიორგის ტაძარში გადასულიყო. მამა ზინობმა ეს კურთხევა არ მიიღო და ბაგრატის ტაძარიც დატოვა,“ - აცხადებს მეუფე კალისტრატე".

მოცემულ მასალაში მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია იყო მოცემული, რადგან მამა ზინობისთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამჯერად მოცემულ თემაზე მამა ზინობის (ჟვანია) პოზიციას გაგაცნობთ.
https://i.imgsafe.org/dbdefd3cf6.jpg
- მამაო ჩვენ მოვისმინეთ მიტროპოლიტ კალისტრატეს კომენტარი თქვენს მიერ ბაგრატის ტაძრის დატოვების შესახებ. როგორია თქვენი პოზიცია?
-მთავარია იყოს მშვიდობა! სად ტარდება წირვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ოდიკი და ტრაპეზებია. უწმინდესმა ბევრჯერ თქვა, რომ ჩემს ადგილს დავბრუნებოდი, მაგრამ მეუფის პასუხი იყო, რომ საჭირო არ ვარ. მე განკითხვაში არ ჩავვარდები არასდროს, უფალმა მოიკითხოს ყველა. მე ჩემი ჯვარი მაქვს სატვირთი, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანს. მნიშვნელობა არ აქვს რა პოზიცია უკავია და რა ცოდნა აქვს, ყველა ადამიანმა თავისი ჯვარი უნდა იტვირთოს. ამიტომ, ასე უბრალოდ და „უკანონოდ“ არ დამიწყია წირვა. მე ამ თემაზე რამდენჯერმე მქონდა პატრიარქთან საუბარი.

-როდის დატოვეთ ბაგრატის ტაძარი და რა მოისმინეთ ამ ფაქტის აუცილებლობის მიზეზად?
-2010 წლის 1 მარტის განკარულებით, დროებით გადავედი გორის წმ.გიორგის ტაძარში. ეს დროება უკვე 7 წელია გრძელდება. ყველა დროებით ვართ მოსული ამ ქვეყნად, ცას არავინ გამოეკერება. ღმერთისთვის მიმინდვია ყველაფერი.

-ითქვა, რომ ბაგრატის ტაძარს მონასტრის სტატუსი მიენიჭა, თუმცა ეს არსად არ დაწერილა და თითქმის არავის ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს. თქვენ რა იცით ამის შესახებ?
-არ ვიცი ეს როდის მოხდა. ყველა გონიერი ადამიანი, რომელსაც ცოტა ხნით მაინც ჰქონია შეხება ეკლესიასთან, მიხვდება რა არის მონასტერი და რა არის სამრევლო ეკლესია. თუ მონასტერია, 24 საათიანი წირვა-ლოცვა უნდა მიმდინარეობდეს. საღამოს მწუხრი, ცისკარი და დილით წირვა სისტემატიური უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არ ხდება და მაშინ როგორი მონასტერია?

-რამდენად სისტემატიურად ატარებთ წმ.გიორგის ტაძარში წირვა-ლოცვას?

-როდესაც საუფლო დღესასწაულებია, ყოველთვის ვწირავთ. არ აქვს მნიშვნელობა ქარია, თოვლი თუ წყალდიდობა. ასევე, კერძო წირვები და საჯანმრთელო პარაკლისებიც ყოველთვის ტარდება. 2010 წლიდან აქ ვართ. გორის წმ.გიორგის ტაძარშიც ვარ თუ უამინდობაა და ნათლობა ან ჯვრისწერა არის.

-უკვე მეშვიდე წელია დაიწყო რაც ბაგრატის ტაძარი დატოვეთ, არ გინდათ დაბრუნება?
- სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არ მინდა. ყოველთვის ასეთი გაუგებარი მდგომარება ხომ არ იქნება? როდესაც შეიცვლება სიტუაცია, ახალი ეპისკოპოსის დროს თუ დავჭირდები ბაგრატის ტაძარს, სიამოვნებით დავბრუნდები და კვლავ ვემსახურები მას.

ესაუბრა მარიამ კვერნაძე


ნანახია: 8064-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბაგრატის მონასტრის უკანა ეზოში მდებარე ძველ ეკლესიაში, რომელიც დღემდე ყველას დაკეტილი ჰგონია, წირვა-ლოცვა აღევლინება.
წირვა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა.
ბაგრატის ტაძრის ეზოში, საღამოს 10:00 საათის შემდეგ მოხვედრა შეუძლებელია.
გუბერნატორი და მერი ტაძარში 23:00 საათზე მივლენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრებიან.
"მე- 20 საუკუნეში ტაძარი ჯერ დაკეტეს, შემდეგ გადახადეს სახურავი და სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს. 1997 წლიდან ტაძარში
ბაგრატის საკათედრო ტაძარში მეუფე კალისტრატემ დღეს წირვა აღავლინა და საახალწლო პარაკლისი გადაიხადა.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი