Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებენ

თარიღი : 1-03-2017, 00:29 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
მიმდინარე წლის 2 მარტს, 12:00 საათზე, ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

სხდომაზე დეპუტატები ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარედ, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ.

ქუთაისში, ე.წ. მუხრანის ტყის ტერიტორიაზე, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას საფუძველი პრემიერ-მინისტრმა 2016 წლის 12 სექტემბერს ჩაუყარა. რა ეტაპზეა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა? აღნიშნული კითხვით საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ჯგუფ "ქართუ"-ს დაუკავშირდა.

"ქართუ"-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის სამუშაოების პირველი გაწმენდითი ეტაპი უკვე დასრულდა.

"პირველი ეტაპი, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს უკავშირდებოდა, უკვე დასრულდა. ამჟამად გამოვლენილი ფაქტორების გათვალისწინებით პროექტის კორექტირება მიმდინარეობს. მთელი ქალაქია გასაშენებელი ისე, რომ არც მოსახლეობას და არც ეკოლოგიას საფრთხე არ შეექმნას. გრუნტია დასაგები და გაყვანილობები გასაკეთებელი, სანამ მშენებლობა დაიწყება,"-აცხადებენ ჯგუფ "ქართუ"-ში.


ნანახია: 1278-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული კითხვით საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ჯგუფ 'ქართუ'-ს დაუკავშირდა.
ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო ქალაქის აშენებაზე მილიარდი დოლარი დაიხარჯება.
როგორც ცნობილია, ქუთაისში გეოლოგიური სამუშაოები უკვე დასრულდა. განაშენიანების გეგმაზე მუშაობა კი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა,
დაახლოებით ერთი თვეა ადგილზე სამშენებლო, კონკრეტულად კი ქვაბულიდან მიწის ამოღების სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ედიბერიძეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ეზოში დათესილი 30-მდე ძირი კანაფი გაანადგურა.
უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მშობლიურ სოფელ ტობანიერში, სახლ-მუზეუმის აღდგენა ადგილობრივი ხელისუფლების

ამინდი