Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საშიში კულტურული მემკვიდრეობა ქუთაისში

თარიღი : 24-02-2017, 22:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხის ბაზაში ქალაქის ტერიტორიაზე ამჟამად 274 ობიექტია. მათი უმეტესი ნაწილი კერძო, ხოლო დანარჩენი ან სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრებაა. ამ ობიექტებს მიეკუთვნება როგორც საცხოვრებელი ნაგებობები, ასევე ისეთი ძეგლები როგორიცაა: ქუთაისის ნაქალაქარი, ბაგრატის ტაძარი, ოქროს ჩარდახი, ბოტანიკური ბაღი და ა.შ.

ყველაზე სავალალო და საშიშ მდგომარეობაში ის საცხოვრებელი სახლებია, რომმლებიც წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე, რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობენ. ასევე ძალიან დიდი საშიშროებას ქმნის ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეზე სახლი,სადაც მიმდინარე კვირაში ინციდენტი მოხდა და მისი აივანი ჩამოიშალა.
http://i.imgsafe.org/081ef19bc4.jpg
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის მესაკუთრეს უფლება არა აქვს თვითნებურად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ საგენტოსთან შეთანხმების გარეშე მოახდინოს ობიექტის სახეცვლილება. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმ–ნაკრძალის მმართველს როლანდ ისაკაძეს ესაუბრა.

ბატონო როლანდ, -რომელი ობიექტებია ყველაზე მძიმე მდგომარეობარეობაში და ვის ეკისრება ვალდებულება მათ მოვლა-პატრონობაზე?

-განსაკუთებით მძიმე მდგომარეობა რიონის სანაპიროზეა. მე ბევრჯერ ვარ ნამყოფი იმ ადამიანების სახლებში, ვინც იქ ცხოვრობს და ახლა ზოგ მათგანში უბრალოდ შეუძლებელია შესვლა. ზოგ მესაკუთრეს უკვე საკუთარ აივნებზეც არ შეუძლიათ გამოსვლა. რაც შეეხება ვალდებულებებს, იქ, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში არ არის ობიექტი, სააგენტო პროცესუალურად არ არის ვალდებული, რომ იქ გარკვეული სამუშაოები ჩაატაროს. სახელმწიფო მხოლოდ ერთ საკითხში ზღუდავს კერძო მესაკუთრეებს, რომ თუ ვინმე მოისურვებს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ნაგებობის გადაკეთებას, მან აუცილებლად უნდა შეათანხმოს პროექტი სააგენტოსთან და მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაიწყოს ფიზიკური სამუშაოები. თუ სააგენტომ უარი განაცხადა პროექტის დამტკიცებაზე, ის აუცილებლდ იძლევა რეკომენდაციას. სააგენტო მონიტორინგს უწესებს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობას. სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის დარღვევით შესრულების შემთხვევაში, მესაკუთრეს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება და გონივრილი ვადა შეცდომის გასასწორებლად. გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში მესაკუთრე სასამართლოს წესით ჯარიმდება და ეკისრება აღდგენის ვალდებულება.

-პრაქტიკაში თუ ყოფილა მსგავსი პრეცენდენტი?
-დიახ იყო რამდენიმე შემთხვევა. სააგენტოს ინსპექტირების სამსახურმა რამდენჯერმე გააფრთხილა მესაკუთრე პირი, რომ სამუშაოები იმ სახით არ შეიძლებოდა განხორციელებულიყო, თუმცა ამის მიუხედავად სამუშაოები მაინც შესრულდა და ამ ეტაპზე უკვე სასამართლოში წყდება საქმე. ქუთაისის მასშტაბით სანიმუშოდ ჩატარდა სამუშაოები გ. ტაბიძის 51–ში (სადაც ამჟამად სასტუმრო მდებარეობს). მათ ძალიან კარგი პროექტი წარადგინეს და სართულის დაშენების უფლებაც კი მიიღეს. ასევე სანიმუშოდ ჩატარდა სამუშაოები პაოლო იაშვილის 19 ნომერში, სადაც სამზარეულოში გამოვლენილ კედლის მხატვრობას მესაკუთრის ძალისხმევით გელათის ფრესკების გამაგრებაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციებითა და მონაწილეობით ჩაუტარდა რესტავრაცია.

-თუ კერძო მესაკუთრეს ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევს საცხოვრებლის რეაბილიტაცის საშუალებას, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რამდენად აქვს მოქალაქის დახმარების ფინანსური შესაძლებლობა და ზოგადად, რამდენად შედის სააგენტოს ინტერესებში მსგავსი ტიპის საქმიანობა?

-რასაკვირველია ინტერესებში შედის, ამის სურვილიც არსებობს, მაგრამ ბიუჯეტი არ არის იმისთვის საკმარისი, რომ ყველა საცხოვრისის კეთილმოწყობა მოხდეს. ამასთანავე, იურიდიულად ეს კერძო საკუთრებაა და მესაკუთრეს აქვს მისი გაკეთების ვალდებულება. სააგენტო კი თანაბრად იცავს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო თუ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას. არსებობს ისეთი შემთხვევაც, როდესაც ერთ კონკრეტულ საცხოვრისში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ამ შეთხვევაში იქმნება საბინაო ამხანაგობა და მათი თხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში ხდება თანადამფინანსებელი.

-ისაუბრეთ კერძო მესაკუთრეთა ვალდებულებაზე, თუმცა საინტერესოა, რამდენად აქვთ მოქალაქეებს ინფორმაცია საცხოვრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შესახებ?

-ბევრმა ადამიანმა, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ, არ იციან რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია. 2013 წელს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურმა და ჩვენ ერთობლივად ჩამოვიარეთ და გავაფრთხილეთ საზოგადოება,რომ მათი საცხოვრისები კულტურული მემკვიდრეობაა და გავაცანით მოვალეობები. მაგრამ თავისუფლად შეიძლება, რომ ვინმემ თავისი სახლი გაყიდოს და ახალმა მაცხოვრებელმა არ იცოდეს ობიექტის სტატუსი. თავისთავად ჩვენ ამას რეგულარულად ვერ გავაკონტროლებთ. რაც შეეხება პრევენციას, ახლა მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ახალი კანონის მომზადება და ამ სფეროში არსებული პრობლემები მასში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ–ნაკრძალის ოფისის შენობაც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს, რომელიც გასულ საუკუნეში გადაკეთდა პირველადი სახის შენარჩუნებით.
http://i.imgsafe.org/081a7d3d85.jpg

ესაუბრა მარიამ კვერნაძე


ნანახია: 2284-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ტაბიძის ნომერ 2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით 217 ობიექტია დარეგისტრირებული.
გადაწყვეტილება ამის შესახებ იუნესკოს არამატერიალური კულტურული კომიტეტის მეთერთმეტე სესიაზე მიიღეს.
ძეგლების განმეორებითი აღწერის შემდეგ გამორიცხული არ არის რამდენიმე ათეულმა ობიექტმა ძეგლის სტატუსი დაკარგოს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უნივერსიტეტების მოსწავლეთათვის