Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში მეუფის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე აღნიშნეს

თარიღი : 10-11-2016, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დღეს ვანის მუნიციპალიტეტში ვანის და ბაღდათის ეპარქიისა და მიტროპოლიტ ანტონის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე აღინიშნა.

ეპარქიის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრის სცენაზე ხონის სახალხო თეატრის მიერ წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით „ნატაძრალზე“ პეტრე ჩარგეიშვილის რეჟისორობით.
http://www.picz.ge/img/s4/1611/10/3/3031c6b8b3e1.jpg
http://www.picz.ge/img/s2/1611/10/4/41f46e4fc9a5.jpg
სპექტაკლის დაწყებამდე სცენიდან მიესალმა საზოგადოებას ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, რომელმაც ვანის და ბაღდათის ეპარქიის მრევლს მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და რწმენაში განმტკიცება უსურვა.

ასევე სცენიდან მიულოცა საიუბილეო თარიღი შეკრებილ საზოგადოებას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ და ვანის და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ვანის კულტურის ცენტრში გამართულ სპექტაკლს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,სასულიერო პირები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ვანში და სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენობანში ორი ახალი, მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ვანის და ბაღდათის ეპარქიას ამ საიუბილეო თარიღს და ტაძართა სიმრავლეს უსურვებს.

NS


ნანახია: 1396-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინიციატორი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრია.
ვანის მუნიციპალიტეტში გალაკტიონ ტაბიძის 124 წლის იუბილე აღნიშნეს
ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ლაშა
ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში ცნობილი ქართველი მომღერლის, ნინი ბადურაშვილის შემოქმედებითი
'ეტალონი'-ს ფინალური ტური ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ჩატარადა.
ვანის მუნიციპალიტეტში, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში საბავშვო ბაღების გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.

ამინდი