Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გვინდა კომფორტული ზონიდან გამოვიყვანოთ დედები და ჩავრთოთ აქტიურ ცხოვრებაში',-პროგრამა მხოლოდ ქალბატონებისთვის

თარიღი : 10-11-2016, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" იწყებს პროგრამას სახელწოდებით "ამბავი ქალზე".

პროგრამის მიზანია ქუთაისში მცხოვრები ქალბატონების მოტივირება; იყვნენ ადგილობრივ და ქვეყნის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულნი; იყვნენ ინფორმირებულები თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივ და ქვეყნის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობა.

შეხვედრებს ექნება „Storytelling”–ის ფორმატი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ტექსტის ორიგინალურობასა და თავისთავად აუცილებელ გამართულობას, არამედ სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების (ვიზუალიზაციების, აუდიო სლაიდშოუებისა და ა.შ.) გამოყენებას.

შეხვედრებს ეყოლება ერთი მუდმივი სპიკერი ნათია გუდავა. ნათია 2014 წლის არჩევნებში მონაწილეობდა; იყო დამოუკიდებელი კანდიდატი N42, საფიჩხიის N59.06 საარჩევნო ოლქში; ამ ეტაპზე მუშაობს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში, არის ტრენერი და კოორდინატორი.

"გვინდა შევქმნათ ალეტრნატიული სივრცე ქალბატონებისთვის, რომლებიც არიან დიასახლისები. ჩვენ გვინდა კომფორტული ზონიდან გამოვიყვანოთ დედები და ჩავრთოთ აქტიურ ცხოვრებაში. გვინდა იყოს მეტი აქტიური ქალბატონი ჩვენს ირგვლივ. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,“– ამბობს RICDOG-ის გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე.

შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს, 12:00 საათზე ჩატარდება. პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს ჩაინიშნა თემაზე: "პოლიტიკური არჩევანი და პერსონალური დამოუკიდებლობა".

მომდევნო შეხვედრებზე ნათია გუდავას ეყოლება თანაწამყვანები, აქტიური ქალბატონები, რომლებიც ასევე პირად მაგალითებზე დაყრდნობით მოყვებიან საინტერესო და მამოტივირებელ ამბებს.

შეხვედრები RICDOG-ის ოფისში, კუპრაძის 7 ნომერში ჩატარდება.


ნანახია: 2119-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი 'თაობათა დიალოგია' (RICDOG).
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, პროგრამის მიზანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის მიზნით გამარჯვების
საიუბილეო ღონისძიებაზე ორგანიზაციის გასული 10 წლის საქმიანობის მიმოხილვის გარდა, იმ პიროვნებების გაცნობაც მოხდება, რომლებიც დღეს
„პიროვნული განვითარების აკადემიის“ მიზანს სკოლის მოსაწვალეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება წარმოადგენს. პროექტი 4
RICDOG-ი მცირე ბიზნესითა და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროექტს იწყებს.
პროექტის მიზანს მოსწავლეების, მათი მშობლების დატრენინგება და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება წარმოადგენს.

ამინდი