ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პატრიარქის ვიზიტი არ შედგა
თარიღი : 25-11-2013, 17:59 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ვიზიტი არ შედგა.
პატრიარქი სასწავლებლის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებზე გეგმავდა ჩამოსვლას, რისთვისაც უნივერსიტეტში შესაბამისად ემზდებოდნენ, თუმცა ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ამიტომ, ილია მეორემ საპატრიარქოს რეზიდენციაში უმასპინძლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას. სასწავლებლის აგრარული ფაკულტეტის დეკანმა რამაზ კილაძემ პატრიარქს საჩუქრად გადასცა ამავე ფაკულტეტის პროფესორთა ავტორობით გამოცემული ლანდშაფტური არქიტექტურის საკითხებზე შედგენილი ლიტერატურა.
თიკა გურგენიძე