Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2016 წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 400 დევნილ ოჯახს გადაეცემა

თარიღი : 9-11-2016, 14:49 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც თბილისში 400 დევნილი ოჯახისათვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს, მუშაობა დაიწყო.
კომისიის მუშაობის პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნო.

2016 წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 400 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან, 200 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“, 200 კი დადიანის ქუჩაზე, მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში მიიღებს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია, თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით შემოსული 11 016 განაცხადიდან იმ 400 დევნილი ოჯახს გამოავლენს, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად, შედიან სახალხო დამცველის აპარატის, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), რომელიც 4 ორგანიზაციას აერთიანებს, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია წყალტუბოში, რუსთაველის ქ. N23-ში 18 ნოემბრის ჩათვლით, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს.


ნანახია: 1487-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომისიამ ის 429 დევნილი ოჯახი უნდა შეარჩიოს, რომელიც ბინას მიიღებს.
ქუთაისში,ახალაშენებულ კორპუსებში ბინა ჯამში 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
დევნილთა ნაწილმა აქცია მესხიშვილის თეატრთან გამართა.
მინისტრის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ეტაპობრივად მიიღებს.
დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე:

ამინდი