Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ჩვენ ვქმნით სილამაზეს’- კომპანია ‘ფლორა ვესტლენდი’ რუბრიკაში ‘დამზადებულია იმერეთში’

თარიღი : 9-11-2016, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - ,,დამზადებულია იმერეთში", რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, სამეწარმეო და სამრეწველო საქმიანობების პოპულარიზაცია წარმოადგენს. რუბრიკის ფარგლებში საუბარი ბაზარზე არსებულ უხარისხო პროდუქტსაც შეეხება.

რუბრიკის მორიგი სტუმარია მერაბ ფუტკარაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ გეგუთში არსებული ყვავილების მაღაზია ,,ფლორა ვესტლენდი"-ს დირექტორი.

http://www.picz.ge/img/s4/1611/9/d/dbebb11c939b.jpg
ჰოლანდიური ყვავილების მაღაზია ,,ფლორა ვესტლენდი" მიდმინარე წლის სექტემბრის თვეში გაიხსნა და მრავალფეროვანი არჩევანით მნახველთა დაინტერესებასაც იწვევს. კომპანია ყვავილების მარაგს ყოველთვიურად ჰოლანდიიდან იღებს. გარდა ამისა, ყოველ მეორე თვეში საქართველოს სტუმრობს მათი ჰოლანდიელი პარტნიორი, რომელიც გარკვეულ ,,მასტერ კლასებსაც" უტარებს ,,ფლორა ვესტლენდში" დასაქმებულ ადამიანებს. როგორც მაღაზიის დირექტორი მამუკა ფუტკარაძე სააგენტო TOPNews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, შესაძლებელია ეტაპობრივად მოსახლეობას გარკვეული ტიპის ექსპერიმენტებიც კი შესთავაზონ მათი სურვილებისა თუ ინტერესების გათვალისწინებით.
http://www.picz.ge/img/s2/1611/9/e/e38aa286d6ef.jpg
,,24 წელი ჰოლანდიაში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად და იმ რეგიონში ვმუშაობდი, სადაც ყვავილების ბუმია, თუმცა მგონი, ერთადერთი ქართველი აღმოვჩნდი, რომელიც ამ სფერომ დააინტერესა. 10 წელზე მეტი ვცდილობდი აღნიშნული ბიზნესით საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაინტერესებას. ჰოლანდიამ ამ სფეროში მონოპოლია აიღო და რატომ არ შეიძლება საქართველომაც თავის სიტყვა თქვას?!"-განაცხადა მერაბ ფუტკარაძემ.

,,ფლორა ვესტლენდის" დირექტორის თქმით, იმერეთის შედარებით თბილი ჰავა და სასათბურე მეურნეობების სიმრავლე გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ რეგიონში დასაფუძნებლად.

,,რეგონის შერჩევის შემდეგ გადავწყვიტეთ მეურნეობა გზასთან ახლოს გაგვეკეთებინა, რადგანაც მცენარეების დისტრიბუციაა საჭირო. გვინდა საერთო ჯამში 5ჰა მიწის ნაკვეთი ავითვისოთ და კავკასიის რეგიონში, სადაც 7-8 მსხვილი მოთამაშეა, ჩვენი სიტყვა ვთქვათ და შევძლოთ ბაზრის 20-30% ათვისება,"-განაცხადა მერაბ ფუტკარაძემ.

,,ფლორა ვესტლენდის" ხელმძღვანელობის თქმით, მათი მიზანია მოსახლეობას მეურნეობაში მუდმივად განახლებული ყვავილების ფონდი დახვდეს.

,,გვინდა ყოველ თვეში ჩამოვიტანოთ ახალი მცენარეები. დეკემბრის თვეში ჩამოვიტანთ საშობაო მცენარეებს და დაახლოებით 36 სახეობის ახალი მცენარე გვექნება, კიდევ ყვავილოვანი მცენარეებიც. რაც შეეხება ფასს, ამ ტიპის პროდუქციაზე ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს საქართველოში, რადგანაც ჩვენი მიზანია ყველა სოციალური ფენის ადამიანმა შეძლოს ამ სილამაზით დატკბობა. ჩამოვიტანეთ ახალი ნერგები და თებერვლის თვიდან 1-ლარიანი მცენარეებიც კი გვექნება,"- განაცხადა სააგენტოსთან საუბარში მერაბ ფუტკარაძემ.
მისივე თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმები დიდია, რომელიც გარკვეული სახის სიახლეც იქნება ქვეყანაში. ერთ-ერთია სხვადასხვა დაწესებულებებთან და სკოლებთან ურთიერთობა, რათა მათ ,,ფლორა ვესტლენდის" ბაზა სასწავლებლად გამოიყენონ.

,,გარდა ამისა, გვინდა სხვა კიდევ უფრო მეტი სოციალური და ადამიანებზე მორგებული პროექტები შევთავაზოთ საზოგადოებას. მაგალითად სამსახურში ავიყვანოთ შშმ პირები, რომელთათვისაც სრულიად ადაპტირებულია ჩვენი გარემო. ეს სოციალური ჟესტი გვინდა სხვა დიდი კომპანიებისთვის მისაბაძი იყოს. ასევე, ბევრი სატელევიზიო პროექტი თუ გადაცემაა და ვგემავთ მათ მოწვევას და უფრო ფართო მაშტაბით თანამშრომლობას,"-განაცხადა მერაბ ფუტკარაძემ.

,,ფლორა ვესტლენდის" დირექტორის თქმით, მათი კომპანია ინოვაციურ სიახლეებს ბაზარზე ეტაპობრვად შემოიტანს.

,,გვინდა ბაზარზე აქტიურად გავიტანოთ ცოცხალი კედლები, რომლებიც დიდი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. დღეს, დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ადამიანებს მთელი დღის ოთახში, კომპიუტერთან გატარება უწევთ. ეს კედლები კი სუნთქავს და ჟანგბადს გამოჰყოფს. ამჟამად ერთ-ერთმა ბანკმა გამოთქვა დაინტერესება აღნიშნული კედლით. ასევე, ჩამოტანილი გვაქვს მცენარე ,,პრელეცია", რომლის გამრავლებას და ბაზარზე მასიურად გატანას ვგეგმავთ. მისგან დამზადებული თაიგული 100 ლარი ჯდება, მაგრამ ჩვენ ნახევარ ფასად შევთავაზებთ მოსახლეობას. გარდა ამისა, გვაქვს ყველაზე ძვირადღირებული ქოთნების სეგმენტი, რომელიც ასევე სიახლეა ბაზარზე. მაგალითად, ერთი ქოთნის ფასი 2000 ლარიც კი არის,"-განაცხადა მერაბ ფუტკარაძემ.

კომპანიის სამომავლო გეგმები კიდევ უფრო მრავალფეროვანია.

,,საკმაოდ დიდი ფართი გვაქვს, ამიტომაც ვგეგმავთ სხვადასხვა მიმართულებით ავითვისოთ. მაგალითად, ვეგმავთ საქორწილო დარბაზები მოვაწყოთ, სადაც წყვილები ხელის მოსაწერად ივლიან. რადგან ქუთაისში ვართ, სავარდო და სამაისო ქალაქში, ამას გვერდს ვერ ავუვლით და ერთი ოთახი მთლიანად ვარდების იქნება. შემოდგომიდან დაიწყება დარგვა და სავრაუდოდ, გაზაფხულიდან წყვილებს უკვე შეეძლებათ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა. კომპანია გეგმავს მოსახლეობისთვის ონლაინ გაყიდვების შეთავაზებას. ასევე, იგეგმება მაღაზიების გახსნა ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ეს ყველაფერი ეტაპობრვად მოხდება, საერთო ჯამში 20-30 მაღაზიის გახსნა იგეგმება მთელი ქვეყნის მაშტაბით, რაც ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებსაც საგრძნობლად გაზრდის,"-განაცხადა მერაბ ფუტკარაძემ.

მერაბ ფუტკარაძის თქმით, ქვეყანაში ბიზნესისთვის ყვაელაზე მძიმედ გათბობის პრობლემა დგას, რადგანაც სამეწარმეო ბუნებრივი აირის ღირებულება 94 თეთრს აღწევს, რაც მძიმედ აისახება კომპანიების ბიუჯეტზე და შეუძლებელია ეს ყველაფერი, შემდეგ პროდუქციის ფასზეც არ აისახოს.

მიუხედავად მცირე სირთულეებისა, კომპანია ,,ფლორა ვესტლენდი"-ს ხელმძღვანელობას უამრავი პროექტი აქვს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია, სამომავლოდ აგრო ტელევიზიის გახსნა, სადაც მხოლოდ აგრო სიახლეები გაშუქდება. აღნიშნული პროექტების მიზანია, მათი ყვავილები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და დატკბეს ამ სილამაზით. როგორც მერაბ ფუტკარაძე ამბობს, ძნელად წარმოსადგენია ყვავილების მიმართ ვინმე გულგრილი იყოს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კომპანია ,,ფლორა ვესტლენდის" სლოგანიც შესაბამისია-,,ჩვენ ვქმნით სილამაზეს".

თიკო ძოძუაშვილი





ნანახია: 1726-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გახსნაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ყვავილებისა და მცენარეეების მრავალფეროვანი სახეობები.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას 'დამზადებულია იმერეთში'.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას-'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას -'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
სოფელ ძევრში არსებული პარკეტის საწარმო რუბრიკაში 'დამზადებულია იმერეთში'.
ყველის საწარმო ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ფუნქციონირებს.
ჩაის მწარმოებელი საწარმოს გახსნაზე ასევე ჩამოსული იყო ინდური მხარე. ჯოუსტინა დუბე კოუდჰარის თქმით, ჩაი ერთადერთი მიმართულება არაა, რა მიმართულებითაც ისინი
ქუთაისის N17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ბაღში სწავლის შეწყვეტის მიზეზი ტერიტორიაზე გველის პოვნა გახდა.
დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დილიდან სამხედრო ტექნიკა ფალიაშვილის ქუჩაზე გამოიფინა.

ამინდი