Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არის თუ არა ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე არსებული ხეები სიცოცხლისთვის საშიში?

თარიღი : 9-11-2016, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ხეების დაზიანებას აპროტესტებს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. წულაია აღნიშნავს, რომ ხეების ფესვების გადაჭრა სივოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

"ასათიანზე ხეებს ფესვები გადაჭრეს, რაც მალე მათ ლპობას გამოიწვევს და სიცოცხლისთვის საშიში გახდება. ეს ყველას გვეხება და მინდა გარემოს დაცვას მოვუწოდო, მოვიდნენ და შეამოწმონ ამ ხეების მდგომარეობა,"-აცხადებს წულაია.

ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებში", რომელიც ქალაქის მასშტაბით ხეების გადაბელვას ახორციელებს, აცხადებენ, რომ ასათიანის ქუჩაზე არც ერთი ხე სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

"შევეცადეთ ხეები ისე გადაგვესხეპა, რომ დაზიანება არ გამოგვეწვია. არც ერთი ხე არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო და არც ერთს არ აღენიშნება დაზიანება,"-აცხადებენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1850-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'უნდა შეწყდეს ყველა სახის მშენებლობა, სანამ ქალაქს არ ექნება განვითარების გენერალური გეგმა'
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებს და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს 'თავისუფალი
ორგანიზაციის თანამშრომლები იმ ხეების გადაბელვას ახორციელებენ, რომელიც მოსახლეობისათვის და საცხოვრებელი კორპუსებისათვის საფრთხეს
ხარაზოვის ბაღში ხეების გადაბელვით სამუშაოებს ა(ა)იპ 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.
ხეების გადაბელვა ქალაქის შესაბამის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

ამინდი