Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

23 ნოემბერს ქუთაისში 'შემოდგომის ფესტივალი' გაიმართება

თარიღი : 8-11-2016, 19:59 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ქუთაისში წლის ბოლომდე საინტერესო და სანახაობრივი ღონისძიებების ჩატარება იგეგმება,“ - აღნიშნულ განცხადებას საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი თამთა თურმანიძე აკეთებს.

„ჩვენი სამსახური სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. არატრადიციულთან ერთად, გვაქვს ტრადიციული ღონისძიებებიც. მაგალითად, ფოტოკონკურსი „ილო“, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ. ფოტოკონკურსის დასკვნითი გამოფენა 1-ელ დეკემბერს გაიმართება, სადაც გამარჯვებულებს შესაბამისი პრიზები გადაეცემათ. გარდა ამისა, არის ღონისძებები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღთან. 9 ნოემბერს ელდარ შენგელაიას საღამო გაიმართება. 2 დეკემბერს გვაქვს ზვიად ბოლქვაძის საღამო, რომელიც ერთ–ერთი საინტერესო მუსიკოსია. 17 ნოემბერს, „გალაკტიონობას“ გაიმართება თანამედროვე ბალეტის წარმოდგენა. 23 ნოემბერს შემოდგომის ფესტივალი გვექნება, რომელიც ღია ცის ქვეშ ჩატარდება. აქ იქნება ტრადიციული ქართული რეწვის, სოფლის მეურნეობის ნობათის გამოფენა, ღვინის დეგუსტაცია, თათარის მოდუღება, ჩურჩხელა ამოივლება და კულტურული პერფორმანსების თანხლებით კარგი კულტურული ღონისძიება უნდა გამოგვივიდეს,“– აცხადებს თამთა თურმანიძე.

მისივე განცხადებით, ახალ წელთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ საუბარი მიმდინარეობს და ღონისძიებების ჩამონათვალი საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2317-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისი გვირილობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება.
აგრეთვე მოხდება იმერეთის რაიონებიდან ჩამოტანილი ახალი ღვინის დეგუსტაცია.
დავით გოგისვანიძის განმარტებით, ქალაქის დღესასწაულისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების ტენდერში ისეთმა კომპანიამ გაიმარჯვა (ჯეო
ფესტივალის მიზანია იმერული ღვინის, საოჯახო მარნების პოპულარიზაცია.
საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge ღონისძიების პროგრამას გთავაზობთ:

ამინდი