Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თაფლი და ნავთობი, ანუ როგორ გავხდი აქტივისტი ჩემდა უნებურად'

თარიღი : 8-11-2016, 18:02 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
წიგნის -"თაფლი და ნავთობი, ანუ როგორ გავხდი აქტივისტი ჩემდა უნებურად" პრეზენტაცია ქუთაისში მოეწყო. პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგის ოფისში "რადარამის" ორგანიზებით შედგა.

წიგნში მწერალი ასაბუთებს თუ რა საფრთხეს უქმნის პლანეტას გლობალური დათბობა, რომლითაც უამრავი სტიქიური მოვლენაა დედამიწაზე გამოწვეული. მწერლის თქმით, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და აღნიშნული პროცესები საშიშ ცვლილებებს განაპირობებს.

წიგნი "რადარამის" პროექტების მენეჯერმა მარიამ მესტუმრემ და არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგის" თანადამფუძნებელმა ნუგზარ კოხრეიძემ წარადგინეს.
"რადარამის" წარმომადგენლის თქმით, საქართველოსთვის წიგნის თარგმნა დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს.

"ორგანიზაცია "რადარამი" 17-ე წიგნს თარგმნის. ბილ მაკკიბენის ეს წიგნი ბესტსელერია და ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს მსგავსი შინაარსის წიგნების თარგმნა, რადგან ყველამ უნდა იცოდეს თუ რა ს აფრთხეს ქმნის ეკოლოგიურად არაჯანსაღი გარემო,"-აღნიშნა მესტუმრემ.

წიგნის პრეზენტაცია პირველად ქუთაისში შედგა. ორგანიზაცია "რადარამი" წიგნის პრეზენტაციას საქართველოს რამდენიმე რეგიონში მომავალ კვირაში აპირებს.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2218-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ტომ ვანდერბილთის წიგნის -"საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ (და რას ამბობს ეს ჩვენს
ქუთაისის მერიაში წიგნის-'ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ...' პრეზენტაცია გაიმართა.
მწერალ დათო ტურაშვილის წიგნის, „ტყეების მეფის“ პრეზენტაცია ქუთაისში, ჩაის სახლ "ფოე–ფოე"–ში გაიმართა. მწერლის თქმით, სიმბოლურია,
წიგნის პრეზენტაცია- განხილვა ოპერის თეატრში ქუთაისის მერის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
ქუთაისის სპორტის მუზეუმში ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
'80 წლის გადასახედიდან', -ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ქუთაისის სპორტული ცხოვრების მემატიანის, ზურაბ ჯავახაძის 80 წლის იუბილეს

ამინდი