Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის 40 მოსწავლე ჩოხოსან რაინდთა დასის წევრი გახდა

თარიღი : 8-11-2016, 14:10 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სრულიად საქართველოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის საპატიო წევრის - იზა ვეფხვაძის ინიციატივით, ხარაგაულელი ახალგზრდები, ჩოხოსან რაინდთა საპატიო დასის წევრები გახდნენ. 5 ნოემბერს, ლიტერატურული თეატრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულს ჩოხოსან რაინთა დასის ხელმძძღვანელი , პროფესორი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი, ბატონი გოგი დოლიძე და დასის სხვა წევრები ეწვივნენ.

შეხვერდა სოფელ ბორითიდან დაიწყო, სადაც მასპინძლებმა და სტუმრებმა საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და უბისის მონასტერი მოილოცეს. ჩოხოსნებს გზად, ხარაგაულის შესასვლეში --დევებთან, ერთი წლის ჩოხოსანი --ლილე ფცქიალაძე და ეროვნული დროშებით და ქართული ზედაშით სავსე დოქ-ფიალებით ნაბდოსანი ცხენოსნები ელოდათ.

ოფიციალური შეხვედრა ხარაგაულის კინოთეატრში შედგა, სადაც ბატონმა გოგი დოლიძემ და სტუმრებმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს. ასევე საზოგადოებას მიესალმნენ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე და მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მერი გიორგიძე. ხარაგაულის 40 მოსწავლე ჩოხოსან რაინდთა დასის წევრი გახდა. გოგი დოლიძემ მოსწავლეებს ჩოხოსან რაინთა დასის ჟურნალი „რაინდი“ გადასცა. 4 ივლისს დასში გაწევრიანებული მოსწავლეები ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავზე, მთაწმინდაზე საზეიმო ფიცს დადებენ.

ჩოხოსან რაინდთა დასის ხელმძღვანელთან, ბატონ გოგი დოლიძესთან ერთად ხარაგაულს ასევე ეწვივნენ ჩოხოსანთ დასის საპატიო წევრები: კოტე მიქაძე- კომპოზიტორი, დავით თევზაძე- ფილოსოფიის დოქტორი, გენერალ-ლეიტენანტი, ყოფილი თავდაცვისმინისტრი, საქართველოს კარატეს ფედერაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი, ვაჟა მანჯგალაძე, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალი, რეზო ბუბუტეიშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პოლკოვნიკი, ზაალ სიხარულიძე, ვეტერანი, ომის, შეიარაღებული ძალებისა და კონფლიქტების ვეტერანთა კავშირის - "ვეტერანები მშვიდობისთვის" წევრი და ამიერკავკასიის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, ივანე ჯაფარიძე, რადიოს დიქტორი, გადაცემა " ჩვენი საგანძურის" ავტორი და წამყვანი, ფრიდონ მაღრაძე, მწერალი, გამომცემელი, მეცენატი, ილო პატაშური- მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დავით ჭელიძე, მწერალი, სპორტული ჟურნალისტი.

იზა ვეფხვაძემ ჩოხოსან რაინთა დასის წინაშე ხარაგაულის ფილიალის ხელმძღვანელის კანდიდატურად ხარაგაულელი ჩოხოსანი ბესიკ სახვაძე წარადგინა. როგორც იზა ვეფხვაძემ აღნიშნა, დასში ახალი წევრების მიღება ყოველწლიურად მოხდება.

,,ჩოხოსან რაინდთა დასის“ ახალი წევრები, ცნობილ ქართველ მამულიშვილებთან ურთიერთობით, ქართული ეროვნული ტრადიციების ღირსეულ პატივისცემას და სამშობლოს სიყვარულს კიდევ ერთხელ შეიმეცნებენ.

NS


ნანახია: 1539-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსანთა დასს სულ 5 საპატიო წევრი ჰყავს.
ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორი იზა ვეფხვაძე საპატიო ოქროს მედლით, ნაყოფიერი
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საუბარი შეეხო დასის შიგნით არსებულ სხვადასხვა პრობლემურ
სპექტაკლში მონაწილეობას მესხიშვილის თეატრის დასის სხვადასხვა თაობის მსახიობები იღებდნენ.
„ქართული დასის“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი სახელაშვილი, ქალაქის მერიის მუდმივ მოქმედი, საკონკურსო-საატესტაციო
ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ 'ეტალონის' ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

ამინდი