'ქართველმა ფერმერებმა ისეთი პრობლემების მოგვარება შეძლეს, რაც მანამდე მათთვის მოუგვარებელი იყო',- კონფერენცია ქუთაისში
თარიღი : 8-11-2016, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისსი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, უწყებათაშორისი კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციის მთავარ მიზანს ENPARD-ის კოოპერეტივების განვითარების კომპონენტის განხორციელების 3-წლიანი პერიოდის შემაჯამებელი განხილვები წარმოადგენს.
საერთაშორისო კონფერენციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, ჩეხეთის ცოცხალ ორგანიზმთა შემსწავლელი სამეცნიერო უნივერსიტეტი, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროექტის- "მცირე ფერმერების კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში" განმახორცილებელი არასამთავრობო ორგანიზაცია"ადამიანი გაჭირვებაში" მასპინზლობს.
უწყებათაშორის კონფერენციაზე ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, ასევე, სხვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდატ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კოოპერატივების განვითარების კომპონენტის 3-წლიანი პერიოდი შეეჯამებინათ და განეხილათ.
ENPARD-ის პროგრამის შედეგებსა და დანიშნულებაზე ისაუბრეს კონფერენციის მონაწილეებმა.
"ეს პროექტი სოფლის მეურნეობის დარგების გაძლიერებისთვის შეიქმნა. ვფიქრობთ პროექტმა გაამართლა, რადგან ქართველმა ფერმერებმა ისეთი პრობლემების მოგვარება შეძლეს, რაც მანამდე მათთვის მოუგვარებელი იყო. მაგალითად, მათ მიეცათ უკეთესი ტექნიკა მეურნეობის განვითარებისათვის,"- განაცხადა ENPARD-ის პროგრამის საინფორმაციო ოფიცერმა სოფო ფუტკარაძემ.
"ეს პროგრამა ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში,"- განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის წარმოადგენელმა კრისტინა კასელამ.
პროგრამის საველე ოპერეციების მენეჯერის დავით ჭელიშვილის განმარტებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იმერეთის 7 და რაჭის 2 რეგიონში 33 კოოპერეტივი დაფინანსდა, რაშიც დაახლოებით მილიონი ევრო დაიხარჯა.
ცნობისათვის, კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
თეონა ჯინჭველაშვილი