ქუთაისის ახალი ტურისტული ლოგო და სლოგანი ორ კვირაში გაირკვევა
თარიღი : 8-11-2016, 11:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ახალი ტურისტული ლოგო და სლოგანი ორ კვირაში შეირჩევა.
როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ტურისტული ლოგოსა და სლოგანის დამტკიცების ვადამ ერთი თვით გადაიწია. ვადის გახანგრძლივებას კი ადგილობრივ ხელისუფლებაში საკითხის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესით ხსნიან.
საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, ლოგო უნდა ტოვებდეს დადებით და ხანგრძლივ შთაბეჭდილებას, უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, მარტივი, აღქმადი, დახვეწილი და უნივერსალური. ასევე, თანამედროვე დიზაინის ტენდენციებსა და ინოვაციებზე გათვლილი.
რაც შეეხება სლოგანს, მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები ასეთია: პოზიტიური, დასამახსოვრებელი, დამაჯერებელი, ემოციური, ლაკონური, სხარტი და გარითმული.
გამარჯვებული კონკურსანტები ლოგოს დიზაინისთვის ერთჯერად ფულად ჯილდოს 5 000 ლარის, ხოლო სლოგანის ტექსტისთვის 1 000 ლარის ოდენობით მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსი ორჯერ ჩაიშალა.