ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტში, პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება
თარიღი : 25-11-2013, 13:30 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი საფინანსო სარევიზიო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის გაერთაინებული სხდომაზე განიხილეს. საკრებულოს წევრებმა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს ის შენიშვნები გააცნეს, რომელიც დეპუტატების თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესაცვლელია.
"საკმაოდ ნაყოფიერი განხილვა გქვონდა. ვისაუბრეთ მომავალი წლის პრიორიტეტებზე და ასევე ხაზი გავუსვით იმ მუხლებს, რომლებიც ვფიქრობთ, რომ შესაცვლელია", - განაცხადა საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილმა.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული სფერო უნდა იყოს.
"მესმის, რომ ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ცენტრალური ხელისუფლება დააფინანსებს, თუმცა საჭირო და აუცილებელია, რომ ქალაქის ბიუჯეტიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყოს ორიენტირებული", - აღნიშნა მურღულიამ.