Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში მუნიციპალიტეტის დღესასწაული აღნიშნეს

თარიღი : 7-11-2016, 16:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საჩხერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა 2016“ და ,,მუხრანობა 2016“ გაიმართა. ღონისძიებები პოეტის მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას მიეძღვნა. აქტივობები სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ– მუზეუმში და არგვეთის საჯარო სკოლაში მოეწყო.
http://www.picz.ge/img/s4/1611/7/0/0bae6adefb5e.jpg
დღესვე, პოეტის სახელობის სკვერში განთავსებული ბიუსტი ყვავილებით შეიმკეს. კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ანსამბლ ,,მოდინახეს“ პატივგების ღონისძიება გაიმართა.

სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით სპორტული თამაშობები, რეწვის ნიმუშების გამოფენა, ნორჩ მხატვართა ნამუშევრების ჩვენება და ეთნოგრაფიული კუთხეების წარმოდგენა მოეწყო.
http://www.picz.ge/img/s3/1611/7/3/3d0f8f9b14fb.jpg
http://www.picz.ge/img/s3/1611/7/6/6d5139c78a61.jpg
ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დასკვნითი კონცერტი საჩხერეში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა, სადაც მომღერლებმა: თემურ წიკლაურმა, ნუკრი კაპანაძემ, ნინი წიკლაურმა, ვერიკო ტურაშვილმა, თემო საჯაიამ, ლადო ჯანელიძემ და გია ნიკოლაძემ (ნიკოლშოუ) მონაწილეობა მიიღეს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდა.


ნანახია: 1428-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებებს კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.
მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
სახალხო ზეიმი საჩხერეში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
დღესვე, ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე დასახელდა, მათ სპეციალური სიგელები და ჯილდოები გადაეცათ.
,,ჭიათურობის“ დღესასწაულს საფუძველი 1988 წელს ჩაეყარა.