Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, საკრებულოს 'რესპუბლიკელი' თავმჯდომარე გადააყენეს

თარიღი : 7-11-2016, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, დღეს საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ,,რესპუბლიკელ" თავმჯდომარეს ინგა მაღრაძეს უფლებამოსილება შეუწყდა.

სხდომას, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს, 35 წევრიდან მხოლოდ 31 ესწრებოდა. აქედან კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ორი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. საბოლოოდ კი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს მხარი საკრებულოს 22-მა წევრმა დაუჭირა.

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკრებულოს სხდომა ხარაგაულში 1-ელ აგვისტოსაც ჩატარდა, თუმცა მაშინ კენჭისყრაში საკრებულოს 31-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 17 თავმჯდომარის გადაყენების მომხრე იყო, 10 მოწინააღმდეგე, 4 ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. ინგა მაღრაძის გადაყენებისათვის საჭირო 18 ხმა იყო, რაც თავმჯდომარის გადაყენების ინიციატორებმა ვერ მოაგროვეს.

„საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმიანობა საკრებულოს წევრების მხრიდან უარყოფითად შეფასდა, რადგან ინგა მაღრაძეს არ ჰქონდა კომუნიკაცია საკრებულოს სხვა წევრებთან, დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს, რაც საკრებულოში მიუღებელია. საკრებულო უნდა იყოს კოლეგიალური, რისი განცდაც უკვე ყოფილ თავმჯდომარეს არ ჰქონდა. იგი არ უჭერდა მხარს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ საკრებულოს სხვა წევრები ხშირ შემთხვევაში ინფორმირებულებიც კი არ ვიყავით. თანაც მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციური პარტიის წევრი ვერ იქნებოდა უმრავლესობის სპიკერი,“- აცხადებს ხარაგაულის საკრებულოს წევრი ვარლამ ჭიპაშვილი.

რაც შეეხება საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს, როგორც ჭიპაშვილი აღნიშნავს, მასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აუცილებლად „ქართული ოცნების“ წევრი იქნება და მისი ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.


ნანახია: 1351-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც საკრებულოს წევრი ვარლამ ჭიპაშვილი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საკრებულოს ახალ
საკრებულოს სხდომა, რომელზეც დეპუტატების თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხზე უნდა ემსჯელათ, უშედეგოდ დასრულდა.
სხდომა, რომელზეც აღნიშნულ საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენება ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა რამდენიმე თვის წინაც მოინდომეს, თუმცა
გადაყენების მოთხოვნის განცხადებას 20 დეპუტატის ხელმოწერა ერთვის.

ამინდი