Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დაგვეხმარეთ! ყველამ უნდა შეიგნოს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე უძვირფასესია'

თარიღი : 7-11-2016, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
16-08-2016 „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა. არსებული ინფორმაციით, "ბეემვეს" მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ახალგაზრდა დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება“;

22-07-2016 „ქუთაისში მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“;

30-04-2016 „ქუთაისში, ე.წ. ბალახვნის ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი სამართალდამცავებს ჩაბარდა. ავტოსაგზაო შემთხვევამ დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერლა. ხოლო კიდევ ერთი პირი, რომელიც დედა-შვილთან ერთად გზაზე გადადიოდა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. თვითმხილველების თქმით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. ქვეითად მოსიარულეების გარდა ის კიდევ ორ ავტომანქანას დაეჯახა“;

11-03-2016, „ქუთაისში, ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა“;

4-02-2016, „ ქუთაისთან ახლოს, ე.წ. მუხრანის ტყესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის მკვიდრი 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მამაკაცი ქვეითად მოძრაობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა როგორც TOPNEWS.COM.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მისი დაკავება სამართალდამცავებმა შემთხვევიდან მალევე შეძლეს“;

5-11-2016 „ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40-წლამდე მამაკაცი დაშავდა, 10 წლის მოზარდი კი გარდაიცვალა“;

27-10-2016'ქუთაისმა ძალიან ბევრი ლამაზი, ჭკვიანი, საუკეთესო ადამიანები დაკარგა მძღოლების დაუდევრობით. დროა 'ყელში ამოგვივიდეს'! დროა 'გვეყოს'!.-ეს საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს არქივში არსებული, იმერეთის რეგიონში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარი იმ ავტოსაგზაო შემთხვევების ქრონიკაა, რომლებიც ფატალური შედეგით დასრულდა.

ტრაგიკული შედეგი მოყვა თერჯოლის სოფელ გოდოგანთან მომხდარ ავარიას. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა.

„შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, - ასე ჰქვია იმ კამპანიას, რომელსაც შსს ახორციელებს. კამპანიის მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. არსებობს კანონი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბების თუ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის როგორც ფულად ჯარიმას, ისე მართვის უფლების ჩამორთმევას ან კიდევ მართვის უფლების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საავტომობილო გზებზე მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი და ხორციელდება საგზაო ნიშნებისა და ქვეითთა გადასასვლელების მოწყობა. თუმცა როგორც ირკვევა, ყველა ზემოთჩამოთვლილი საკმარისი არ არის. რასთან გვაქვს საქმე, ვისი ბრალეულობა იკვეთება მოცემულ შემთხვევაში-სახელმწიფოს, მძღოლების, ქვეითად მოსიარულეთა თუ სამივეს ერთად?

არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგის“ გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე თვლის, რომ საგზაო მოძრაობის წესები ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას.

„რატომ უნდა გავჩერდეთ წითელზე და რატომ უნდა განვაგრძოთ მოძრაობა მწვანეზე? – ამ კითხვაზე პასუხს სცემს ზუსტად თუნდაც ბოლო პერიოდში გახშირებული საგზაო შემთხვევები; შემზარავი კადრები და ამბები. მანქანის მართვა გაწონასწორებულ ხასიათს და მოთმინების უნარს მოითხოვს. ქვეითად მოსიარულეებსაც სჭირდებათ იგივე უნარები. კარგი იქნება, თუ კანონი ამ კუთხით მკაცრად იქნება დაცული და თუ ეს მოითხოვს ჯარიმების დაწერას, კი ბატონო, დაიწეროს ჯარიმები. ჯარიმების ფურცელი ამ შემთხვევაში უფრო გაჭრის და უფრო გვიბიძგებს წესების დაცვისკენ, ვიდრე შეგონებითი საუბრები,“ - აცხადებს გვანცა თოთაძე.

ადვოკატი ილია ჯანელიძე თვლის, რომ აუცილებელია კანონის გამკაცრება. ასევე, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის წესში ცვლილების შეტანა და მისი გართულება. ჯანელიძე იმასაც ამბობს, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის სათანადოდ მოწესრიგება და სამოქალაქო განათლების ამაღლება.

საზოგადოების ნაკლებ სინაგან კულტურას უკავშირებს გახშირებულ და ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. ბარათაშვილი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საგზაო ნიშნები და ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, სახელმწიფო უძლურია და ადამიანები თავად უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლეს.

„სახელმწიფოს ნაკლებად უნდა ვადანაშაულებდეთ, რადგან ეს უკვე ჩვენი შინაგანი კულტურის ბრალია. როდესაც მძღოლი ხარ და გადაადგილდები, დაინტერესებული უნდა იყო, რომ შენს მოქმედებას არ მოყვეს მსხვერპლი. ვთვლი, რომ აუცილებელია ადამიანების მეტი ინფორმირება და ამ კუთხით კამპანიის წარმოება. სახელმწიფო იმ შემთხვევაშია დამნაშავე, თუ ის შესაბამის ინფრასტრუქტურას არ მოაწესრიგებს და ავარია მას მოყვება,“ - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მაკა ცერცვაძე თვლის, რომ ქალაქის მერიამ დამატებითი სახსრები უნდა გამოძებნოს, რათა მოხდეს ვიდეკონტროლის გამკაცრება ისეთ ადგილებში, სადაც ქვეითთა უფლებები ირღვევა.

"ზებრაზე" გადამავალი მგზავრისთვის გზის არდათმობა, "ზებრაზე" სიჩქარით გადასვლა ნებისმიერი მძღოლის მიერ ჩემთვის პირადად არის წარმოუდგენელი სისასტიკე, დაუდევრობა, უყურადღებობა და მკვლელობა___წინასწარ განზრახული! მგონი მოვიდა დრო, ყველამ შევიგნოთ და გავითავისოთ ის, რომ "ზებრა" ეს არის ქვეითის გზა; უნდა შევიგნოთ რომ "ზებრაზე" გადამსვლელი კი არ უნდა შევიწიროთ, არამედ მივცეთ საშუალება მიაღწიოს უვნებელმა ქუჩის მეორე მხარეს! ასევე უნდა გაითავისოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, რომ მკაცრი კონტროლია საჭირო ამ კუთხით! ასევე უნდა შეიგნონ, რომ აუცილებელია ყველა გადასასვლელზე სპეციალური ნიშანი დაიდგას თუ დაიკიდოს! ვფიქრობ, ქუთაისი მერიამ რაიმე დამატებითი სახსრებიც შეიძლება გამოძებნოს, რომ მსგავს ადგილებში სადაც ირღვევა ქვეითად გადამსვლელთა უფლებები, მოხდეს ვიდეო-კონტროლი. ესეც ხომ ამ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის კეთდება! ასევე ალბათ ყველამ უნდა შეიგნოს ის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე უძვირფასესია და უმნიშვნელოვანესი! გთხოვთ, დაგვეხმარეთ! ჩვენთვის და თქვენთვის! ამ ქალაქმა ძალიან ბევრი ლამაზი, ჭკვიანი, საუკეთესო ადამიანები დაკარგა მძღოლების დაუდევრობითა და უპასუხისმგებლობით თუნდაც 2016 წელს! დროა "ყელში ამოგვივიდეს" უკვე! დროა "გვეყოს"!- აცხადებს მაკა ცერცვაძე.

ქვეყნის ხელისუფლებისგან 2016-2020 წლების საგზაო უსაფრთოების ეროვნული სტარტეგიისა და სამოქმედო გეგმის სასწრაფო რეჟიმში დამტკიცებას და მის განხორციელებაზე მუშაობას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის".

ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი თვლის, რომ „წინასწარ უნდა ვიცოდეთ, 4 წლის განმავლობაში რა კონკრეტული ღონისძიებები, ცვლილებები, რეფორმები უნდა გატარდეს, იმისთვის რომ 5- 10%-ით შემცირდეს სიკვდილიანობა გზებზე ერთი წლის განმავლობაში და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ღონე უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ. კანონპროექტი, რომელიც შსს-მ წარადგინა და თვეების განმავლობაში შეფერხებულია, ეს არის ერთ ერთი უმნიშველოვანესი, რომელშიც ქულების სისტემის შემოღება და ბევრი სხვა სასიკეთო ცვლილება იგეგმება, რაც მოახდენს სიკვდილიანობის პრევენციას. მძღოლებს ბევრად კანონმორჩილ და პასუხისმგებლიან საგზაო მოძრაობის მონაწილეებად ჩამოაყალიბებს. ამ კანონის შეფერხება ამდენი ხნით, როცა ამდენი ადამიანი გვეღუპება - დანაშაულია“.

ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება შესაბამის გეგმას დაამტკიცებს და მის განხორციელებას დაიწყებს, ხოლო საზოგადოება შინაგან კულტურას შეიძენს, მანამ ფაქტი ერთი და ჯიუტია: ნებით თუ უნებლიეთ ადამიანები ერთმანეთს სიცოცხლეს ართმევენ.


ნანახია: 2874-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მაკა ცერცვაძე თვლის, რომ ქალაქის მერიამ დამატებითი სახსრები უნდა გამოძებნოს, რათა მოხდეს
თვითმხილველების თქმით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. ქვეითად მოსიარულეების გარდა ის კიდევ ორ
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში ქვეითების დაღუპვის შემთხვევები საქართველოში 6,67%-ით, თბილისში კი
როგორც ცნობილია, მამაკაცი ქვეითად მოძრაობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ამინდი