Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უკონტროლო ლარი, გაზრდილი ფასები და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი მოვაჭრეები

თარიღი : 6-11-2016, 13:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ეროვნული ვალუტა დღითიდღე უფასურდება. ლარის გაუფასურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ ქუთაისშიც.

სავაჭრო ცენტრ 'გრანდმოლში' დასაქმებული მოვაჭრეები აცხადებენ, რომ დოლარის კურსის მატება მათ ბიზნესზე უარყოფითად აისახა. მოვაჭრეების უმრავლესობას ბანკიდან აქვს გამოტანილი სესხი, რომლის დაფარვაც უჭირთ.

"სესხი გამოვიტანე როცა 1 ამერიკული დოლარი 1,73 იყო. ახლა კურსი არარეგულირებადია და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი, გვიჭირს ვალის დაფარვა."

ანალოგიურზე საუბრობენ ქალაქის მასშტაბით არსებულ სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულები. როგორც ირკვევა, მაღაზიებში პროდუქტზე ფასები გუშინდელთან შედარებით დაახლოებით 50 თეთრითაა გაზრდილი.

ლარის გაუფასურებამ პრობლემები უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვაზე მომუშავე პირებსაც შეუქმნა. ე.წ მაკლერები აცხადებენ, რომ დოლარის კურსის მატების და ლარის გაუფასურების შემდეგ, ქუთაისში ბინებს ნაღდი ფულით თითქმის აღარავინ ყიდულობს, ხოლო თუ ვინმე უძრავი ქონების შეძენას მაინც დააპირებს, აღნიშნულს ძირითადად ბანკიდან აღებული სესხის ხარჯზე აკეთებს.

"დიდი ხანია ისეთი კლიენტი არ გამოჩენილა, ვისაც ხელზე ექნებოდა დოლარი. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ქუთაისში ძალიან გაძნელდა,'– აცხადებენ მაკლერები.

თეონა ჯინჭველაშვილი


ნანახია: 1800-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოლო კვირის განმავლობაში 0.02 ნიშნულით მოიმატა, რაც იმას ნიშნავს,რომ 1 აშშ დოლარის შეძენა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2.71 ლარად
მათი განცხადებით, პროდუქტზე ფასის ზრდაც სწორედ დეფიციტმა გამოწვია.
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარს მიაღწია.

ამინდი